რამდენი კონტეინერი დამუშავდა ფოთის პორტში?

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
რაც შეეხება გენერალურ ტვირთებს, 2025 წლის დასაწყისიდან კომპანიამ 214,095 ტონა გადაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ფოთის პორტში დამუშავდა 532,908 კონტეინერი (TEU), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია, ნათქვამია საპორტო ოპერატორ „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ (APM Terminals Poti) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
კომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის ათ თვეში პორტის მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 454 139 TEU შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში პორტში კონტეინერმზიდი გემების რაოდენობაც გაიზარდა. წლის დასაწყისიდან APM Terminal Poti-მა მიიღო 299 საკონტეინერო გემი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 262.
რაც შეეხება გენერალურ ტვირთებს, 2025 წლის დასაწყისიდან კომპანიამ 214,095 ტონა გადაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია. გასულ წელს ამ მოცულობამ 192,865 ტონა შეადგინა.
2024 წლის ათ თვესთან შედარებით, საბორნე ტრანსპორტით ტვირთების იმპორტი 10,3%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან იმპორტირებულია 136,805 ტონა ტვირთი.
მეორადი ავტომობილების საზღვაო ტრანსპორტირება და დამუშავება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერვისად რჩება. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ფოთის პორტმა 63, 863 სატრანსპორტო საშუალება დაამუშავა, 2024 წელს - 74,173, 2023 წელს - 80,454, 2022 წელს - 47,537.
ფოთის პორტი დღეს
ფოთის ნავსადგური ამჟამად საქართველოს უმსხვილესი პორტია, რომელიც ემსახურება თხევადი და მშრალი ტვირთების გადამუშავებას, სამგზავრო ბორნებსა და ქვეყნის სატრანზიტო კონტეინერების 85%-ს.
მრავალმიზნობრივ ნაგებობას აქვს 2,9 ათასი მეტრი საერთო სიგრძის 15 ნავმისადგომი 20-ზე მეტი პორტატული ამწითა და 17 კმ სარკინიგზო ხაზით.
ნავსადგური არის კარიბჭე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში საერთაშორისო ვაჭრობისთვის და უზრუნველყოფს პირდაპირ საბორნე კავშირს უკრაინის, რუსეთის, ბულგარეთის შავი ზღვის პორტებთან, უერთდება ეროვნულ სარკინიგზო ქსელს, რომელიც საქართველოს ყველა საკვანძო ქალაქს აკავშირებს.
საერთაშორისო კომპანია APM Terminals, რომელიც დანიური ჰოლდინგის A.P. Moller-Maersk-ის ჯგუფის ნაწილია, ფოთის პორტს 2011 წლიდან ფლობს.
ნავსადგურის შეძენის მომენტიდან APM Terminals-მა მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ობიექტების მოდერნიზებაში, ახალი საბაჟო ცენტრის, ასევე ახალი სარკინიგზო და სატვირთო ობიექტების მშენებლობაში 80 მილიონი დოლარი დააბანდა.
2013 წლის მაისში გაიხსნა წელიწადში 500.000 ტონა სიმძლავრის მარცვლეულის გადამამუშავებელი ტერმინალი, რომელიც ცენტრალური აზიიდან შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ხორბლის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტია. ამას მოჰყვა ახალი შიდა კონტეინერული ტერმინალი 2014 წელს.
ყველა ახალი ამბავი
0