ჩხოროწყუში ბაზრის სიახლოვეს მდებარე ჯიხურები დაიწვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2025
გამოწერა
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ჩხოროწყუში ბაზრის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე ჯიხური დაიწვა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯიხურები რამდენიმე ოჯახის კერძო საკუთრება იყო, რამდენიმე ჯიხურში მეორეული ტანსაცმლის მაღაზია იყო განთავსებული, დაიწვა სახელოსნოც.
ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0