https://sputnik-georgia.com/20251110/wlis-dasawkisidan-avariis-shedegad-345-adamiani-dashavda-295727273.html
საგანგაშო სტატისტიკა: წლის დასაწყისიდან ავტოავარიების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა
საგანგაშო სტატისტიკა: წლის დასაწყისიდან ავტოავარიების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა
Sputnik საქართველო
იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა. 10.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-10T22:25+0400
2025-11-10T22:25+0400
2025-11-10T22:25+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541316_0:0:2452:1379_1920x0_80_0_0_f20e7c1b583a594bab62b5b5356e5db5.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში საგზაო შემთხვევების შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა და 6 ათასზე მეტი დაშავდა, ნათქვამია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ განცხადებაში.გაეროს გენერალური ასამბლეისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით, 2005 წელს ნოემბრის მესამე კვირა გზებზე დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ (World Day of Remembrance for Road Traffic Victims) ოფიციალურად გამოცხადდა.ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებასთან სისტემური კომუნიკაცია საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.„საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ „უსაფრთხო სისტემის“ მიდგომა წარმატებით მუშაობს და მისი დანერგვით არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა მსხვერპლი გზებზე. თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია და დრო გადამწყვეტია“, - განაცხადა ლალიაშვილმა.მისი თქმით, საჭიროა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა: სიჩქარის ტოლერანტული ზღვრის (15 კმ/სთ) შემცირება, ქალაქის გზებზე სიჩქარის ლიმიტების გადახედვა, სიჩქარის გადაჭარბებაზე კამერებით ქულების ჩამოკლების მექანიზმის ამუშავება, უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების სავალდებულოდ შემოღება და სხვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/1a/286541316_276:0:2452:1632_1920x0_80_0_0_e1bc06f2e814b1c271768795d7024af5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საგანგაშო სტატისტიკა: წლის დასაწყისიდან ავტოავარიების შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა
იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის ცხრა თვის განმავლობაში საქართველოში საგზაო შემთხვევების შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა და 6 ათასზე მეტი დაშავდა, ნათქვამია ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ განცხადებაში.
გაეროს გენერალური ასამბლეისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით, 2005 წელს ნოემბრის მესამე კვირა გზებზე დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ (World Day of Remembrance for Road Traffic Victims) ოფიციალურად გამოცხადდა.
იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა. შსს-ს მონაცემებით, მოხდა 4,480 ავტოსაგზაო შემთხვევა, რაც 9%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. დაშავებულთა რაოდენობა 11,8%-ით გაიზარდა და 6,41 ათასს მიაღწია.
ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის განცხადებით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებასთან სისტემური კომუნიკაცია საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე.
„საერთაშორისო გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ „უსაფრთხო სისტემის“ მიდგომა წარმატებით მუშაობს და მისი დანერგვით არაერთმა ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა მსხვერპლი გზებზე. თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია და დრო გადამწყვეტია“, - განაცხადა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, საჭიროა სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა: სიჩქარის ტოლერანტული ზღვრის (15 კმ/სთ) შემცირება, ქალაქის გზებზე სიჩქარის ლიმიტების გადახედვა, სიჩქარის გადაჭარბებაზე კამერებით ქულების ჩამოკლების მექანიზმის ამუშავება, უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების სავალდებულოდ შემოღება და სხვა.