https://sputnik-georgia.com/20251110/vis-daeqvemdebareba-xelnacerta-erovnuli-centri-295725211.html
ვის დაექვემდებარება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ვის დაექვემდებარება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
Sputnik საქართველო
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წელს დაარსდა და მას ში დაცულია ხელნაწერი წიგნები, ისტორიულ საბუთები, საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, რარიტეტულ გამოცემები... 10.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-10T19:39+0400
2025-11-10T19:39+0400
2025-11-10T19:39+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271823788_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_2f4fe4bdb940ed6e029f8abaa9c9be47.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, იუწყება ქართული მედია. ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მომდევნო სასესიო კვირას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს - კანონპროექტს დეპუტატებმა დღეს მხარი ბიუროს სხდომაზე დაუჭირეს. როგორც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა ბიუროზე განმარტა, აღნიშნული ინიციატივა იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეა, რომელიც მთავრობას უკვე მიღებული აქვს. მისი თქმით, გადაწყვეტილების მოტივი გახდა ის, რომ ამ შემთხვევაში კულტურის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში მოაზრებულიყო კულტურის სამინისტროს ერთიანი სისტემის ქვეშ აღნიშნული ინსტიტუტი. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი) - ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების საცავია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1958 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს სხვადასხვაენოვან ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს. ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგამოფენო და სარესტავრაციო პროექტებს. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფარგლებში ცენტრში ხდება აქ დაცული მასალის აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ცენტრს გააჩნია აგრეთვე მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271823788_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_0247655f283148c9f41966a1afaa658c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება, კანონმდებლობა, ახალი ამბები
ვის დაექვემდებარება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 1958 წელს დაარსდა და მას ში დაცულია ხელნაწერი წიგნები, ისტორიულ საბუთები, საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები, რარიტეტულ გამოცემები და აშ.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებიდან კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის, იუწყება ქართული მედია.
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს მომდევნო სასესიო კვირას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს - კანონპროექტს დეპუტატებმა დღეს მხარი ბიუროს სხდომაზე დაუჭირეს.
როგორც საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა ბიუროზე განმარტა, აღნიშნული ინიციატივა იმ გადაწყვეტილებიდან გამომდინარეა, რომელიც მთავრობას უკვე მიღებული აქვს.
„მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კანონიდან გამომდინარე მთავრობა განსაზღვრავს კვლევით დაწესებულებებს და მათ მაკონტროლებლებს. უკვე მიღებულია მთავრობის შესაბამისი დადგენილება,რომლითაც პირველი იანვრიდან გადაეცემა აღნიშნული ცენტრი კულტურის სამინისტროს და ვინაიდან კანონში ტექნიკურად არის ასახული,რომ ის არის განათლების სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული, ამ თვალსაზრისით იყო ეს საკანონმდებლო ინიციატივა წარმოდგენილი“, - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მოტივი გახდა ის, რომ ამ შემთხვევაში კულტურის პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში მოაზრებულიყო კულტურის სამინისტროს ერთიანი სისტემის ქვეშ აღნიშნული ინსტიტუტი.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი (ყოფილი ხელნაწერთა ინსტიტუტი) - ძველი ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტებისა და გამოჩენილ მოღვაწეთა პირადი არქივების საცავია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1958 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების ბაზაზე. მისი დამაარსებელი და პირველი დირექტორი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი ილია აბულაძე.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექცია მოიცავს სხვადასხვაენოვან ხელნაწერ წიგნებს, ისტორიულ საბუთებს, საზოგადო მოღვაწეთა პირად არქივებს, ძველნაბეჭდ წიგნებს, რარიტეტულ გამოცემებსა და მემორიალურ ნივთებს. ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საგამოფენო და სარესტავრაციო პროექტებს. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ფარგლებში ცენტრში ხდება აქ დაცული მასალის აღწერა, სისტემატიზაცია, შესწავლა, პუბლიკაცია და მონაცემთა ბაზების შექმნა. ცენტრს გააჩნია აგრეთვე მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა.