https://sputnik-georgia.com/20251110/tianetshi-ukanono-xetye-gamoavlines-295721502.html
თიანეთში დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
თიანეთში დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია თიანეთის „საქმიან ეზოში“. 10.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-10T17:00+0400
2025-11-10T17:00+0400
2025-11-10T17:00+0400
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_80:185:1908:1213_1920x0_80_0_0_4b3fc604c52a4598b696229bd4b1b419.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.უწყების ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა წიფელის სახეობის 9 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა.სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კანონდარღვევა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოავლინეს.ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია თიანეთის „საქმიან ეზოში".მერქნული რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/07/252527353_193:0:1810:1213_1920x0_80_0_0_88c223d7b13d3dc6393ea87b28c36f95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თიანეთში დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია თიანეთის „საქმიან ეზოში“.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თიანეთში, სახელმწიფო ტყეში დიდი ოდენობით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა წიფელის სახეობის 9 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა.
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კანონდარღვევა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოავლინეს.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია თიანეთის „საქმიან ეზოში".
მერქნული რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები პატრულირებას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.