https://sputnik-georgia.com/20251110/sasamartlom-melia-5000-larit-daajarima-295726230.html
სასამართლომ ნიკა მელია 5 ათასი ლარით დააჯარიმა
სასამართლომ ნიკა მელია 5 ათასი ლარით დააჯარიმა
Sputnik საქართველო
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლისის ტბის ასახვევთან მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს. 10.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-10T20:34+0400
2025-11-10T20:34+0400
2025-11-10T20:34+0400
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263163820_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_51745763ad90085c42d960b328f5612c.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლისის ტბის ასახვევთან მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს. სხდომაზე მოწმის სახით წარმოდგენილი იყო ორი პოლიციელი.ორივე სამართალდამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მხრიდან პოლიციის მისამართით ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის მიყენებას, მაშინ როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. თავად მელიას თქმით, მას პოლიციისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მსგავსს ადგილი არ ჰქონია. მელიას თქმით, მისი დაკავებისას ადგილზე დაახლოებით 50-მდე პოლიციელი იყო. თავის მხრივ, შსს-ს წარმომადგენლები კი სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მელიას დაკავებისას მხოლოდ სამნი იყვნენ.შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკოსი ლისის ტბის ასახვევთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მაისში დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1a/263163820_73:0:1212:854_1920x0_80_0_0_97a535143b7c43463db47bad95569895.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
სასამართლომ ნიკა მელია 5 ათასი ლარით დააჯარიმა
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლისის ტბის ასახვევთან მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ლისის ტბის ასახვევთან მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს. სხდომაზე მოწმის სახით წარმოდგენილი იყო ორი პოლიციელი.
ორივე სამართალდამცველმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მხრიდან პოლიციის მისამართით ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის მიყენებას, მაშინ როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. თავად მელიას თქმით, მას პოლიციისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მსგავსს ადგილი არ ჰქონია. მელიას თქმით, მისი დაკავებისას ადგილზე დაახლოებით 50-მდე პოლიციელი იყო. თავის მხრივ, შსს-ს წარმომადგენლები კი სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მელიას დაკავებისას მხოლოდ სამნი იყვნენ.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიტიკოსი ლისის ტბის ასახვევთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე მაისში დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.