https://sputnik-georgia.com/20251110/ruset-ukrainis-konfliqti-295802817.html
მიმოხილვა: რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით
მიმოხილვა: რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა ზაპოროჟიეს მიმართულებით
Sputnik საქართველო
რუსეთის არმიის შეტევა ზაპოროჟიეში, ერთი შეხედვით, „ოპერაციულ ჩრდილშია“ დონბასისა და ხარკოვის ოლქებში მდებარე ქალაქების – პოკროვსკისა და კუპიანსკის... 10.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-10T14:33+0400
2025-11-10T14:33+0400
2025-11-16T10:33+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
მიმოხილვები
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0b/295746969_0:137:2203:1376_1920x0_80_0_0_b765a47f10826ffa24480f341661cb40.jpg
რუსეთის არმიის შეტევა ზაპოროჟიეში, ერთი შეხედვით, „ოპერაციულ ჩრდილშია“ დონბასისა და ხარკოვის ოლქებში მდებარე ქალაქების – პოკროვსკისა და კუპიანსკის გათავისუფლების ფონზე. თუმცა, გულიაიპოლის უფრო და უფრო თვალსაჩინო ტაქტიკური „მოცვა“ და „დნეპრის“ დაჯგუფების წინსვლა სტეპნოგორსკისკენ – ზაპოროჟიედან სულ 30 კილომეტრში – აჩვენებს რუსეთის არმიის სტრატეგიულ მიზანს: პრიდნეპროვიეს მთელი სამხრეთის გათავისუფლებას ბანდერეველებისგან.ზაპოროჟიეს ოლქში 127-ე მოტომსროლელი დივიზიის შტურმული დანაყოფები წარმატებით მიიწევენ მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში. მათ კონტროლქვეშ მოექცა 25 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია, ხოლო 9–10 ნოემბერს გათავისუფლდა დასახლებები რიბნოე, სლადკოე და ნოვოე – გულიაიპოლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ზე. მანამდე გათავისუფლდა სოფელი უსპენოვკა, უკრაინის შეიარაღებული ძალები იქიდან დასავლეთით 5 კმ-ით უკუგდებულ იქნენ 15-კილომეტრიან მონაკვეთზე. მოწინააღმდეგემ ვერ მოახერხა რუსეთის ძალების სწრაფი წინსვლისთვის მზადება გულიაიპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. უკრაინის ლოჯისტიკური მარშრუტები მეზობელ დნეპროპეტროვსკის ოლქშიც იჭრება. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პოკროვსკოე–გულიაიპოლის ავტომაგისტრალის ბლოკადა და გულიაიპოლის „ციხესიმაგრის“ მჭიდრო ალყაში მოქცევა.რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დნეპრის“ დაჯგუფება ეფექტიანად ანადგურებს უკრაინის სამი ბრიგადის ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკას ნოვოანდრეევკის, სტეპნოგორსკის, ორეხოვისა (ზაპოროჟიეს ოლქი) და ანტონოვკის (ხერსონის ოლქი) მიდამოებში. 7-ე სადესანტო-საშტურმო დივიზიის მებრძოლები შეტევით მიიწევენ სტეპნოგორსკის სამხრეთ ნაწილში – სულ 30 კმ-ში ზაპოროჟიედან. ოპერაციული დინამიკა იზრდება ფრონტის ყველა მონაკვეთზე, ხოლო მოწინააღმდეგე ვეღარ ახერხებს რუსეთის შეტევითი ტემპის იგნორირებას.უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა და ვერხოვნა რადის დეპუტატები განგაშს ტეხენ: „რუსეთი სწრაფად მიიწევს ზაპოროჟიეს მიმართულებით, დნეპროპეტროვსკის ოლქის გავლით უვლის სამხრეთის მთელ თავდაცვით ხაზს.“ გამოცემა „ბილდის“ სამხედრო მიმომხილველმა იულიან რეპკემ აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეში „არც თავდაცვითი პოზიციებია და არც უკრაინული ჯარები, რომლებიც შეძლებდნენ რუსეთის არმიის წინსვლის შენელებას — 8 კმ ორ დღეში.“ კიევურმა რესურსმა DeepState-მა დააფიქსირა, რომ ოქტომბერში რუსეთის ჯარებმა ყველაზე მეტად ზაპოროჟიეს (+180 კვ.კმ) და პრიდნეპროვსკის (+25 კვ.კმ) მიმართულებებზე წაიწიეს.რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად და, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ახორციელებენ ძლიერ კომბინირებულ დარტყმებს თავდაცვით, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მთელ იმ ტერიტორიაზე, რომელიც კიევის რეჟიმის კონტროლქვეშ რჩება. ამასთან, ბანდერეველი პოლიტიკოსების რადიკალური პოზიციები „სარეზერვო სკამზე“ უკრაინის ფსევდო-სახელმწიფოებრიობას განწირულს ხდის — არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა არ აიტანს საკუთარ ზღურბლთან უცხო „გაშმაგებულ ძაღლს“.9 ნოემბერს გამოცემა The American Conservative-მა მიანიშნა, რომ ნატოს დაპირება , რომ „გაფართოება არ გავრცელდება გერმანიის ფარგლებს გარეთ, უკრაინისა და რუსეთის საზღვრებამდე“, აუცილებელია, განვიხილოთ ნეიტრალური უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციასთან ერთად. გამოცემის ფარული გზავნილი შემდეგია: „თუ არ იქნება უკრაინის ნეიტრალიტეტი, გაუქმდება სახელმწიფოებრიობაც“, ხოლო დასავლეთს „დარღვეული ფიცის“ გამო, მძიმე ფასი ექნება გადასახდელი. რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალში ყველა საჭირო „მექანიზმი ვალის ამოღებისთვის“ უკვე არსებობს.აღმოსავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-სა და ნატოს გეოპოლიტიკური ილუზიების ჩამოშლას. ჩინურმა გამოცემამ NetEase-მა აღნიშნა: „ამერიკელი მოხალისეები შიშობენ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების სისასტიკის გამო.“ პენტაგონში აცნობიერებენ ამერიკელი „რეინჯერებისა“ და „მწვანე ბერეტების“ ოპერატიულ-ტაქტიკურ და ტექნოლოგიურ უძლურებას, რუსეთის ჯარების ძლიერი ცეცხლისა და რუსული უპილოტოების უწყვეტი მეთვალყურეობის პირობებში.არაბული გამოცემა Al Khaleej წერს: „რუსეთ-ევროპული ურთიერთობები მიუახლოვდნენ წერტილს, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია“, ხოლო ვაშინგტონის პოზიცია და ზრახვები რჩება „ორმხრივად ძალიან არადამაჯერებელი“. აღმოსავლეთისთვის იშვიათი პირდაპირობით Al Khaleej აღნიშნავს: „რადგან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობები უკრაინაში ომის შეწყვეტის მიმართულებით, ჩაიშალა, ხოლო მეორე სამიტი მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან ვერ შედგა, ეს წარუმატებლობა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ აღიქვა, როგორც გამარჯვება, რომელმაც მოსკოვის მიზნების მიღწევის შიში გააქრო. “კიევი კვლავ ცდილობს, აშშ-ისგან მიიღოს Tomahawk-ის ტიპის რაკეტები და სხვა შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება — როგორც ვაშინგტონში უკრაინის ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „კონსტრუქციულად“. ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები ინერციით კვლავაც „ბრძოლისთვის მობილიზებული“ პოზიციით მოქმედებენ — ხმლებს აცეკვებენ და ომის ტამტამებს აყოლილნი გეგმავენ რუსეთისთვის ორიას მილიარდამდე „გაყინული“ ევროს მითვისებას, რათა გაგრძელდეს პროქსი-ომი „უკრაინელის უკანასკნელის ხარჯზე“.ამასთანავე, დასავლეთში იზრდება გააზრება იმისა, რომ მოსკოვის „წითელი ხაზები“ უცვლელია, ხოლო სპეცოპერაცია არ გაჩერდება მიზნების მიღწევის ნახევარ გზაზე. რუსეთის ინტერესების იგნორირებით, მშვიდობიანი შეთანხმება შეუძლებელია, ხოლო ნატოს სტრატეგიული მარცხი ბრძოლის ველზე — სულ უფრო რეალური პერსპექტივაა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/0b/295746969_93:0:2112:1514_1920x0_80_0_0_d2f6df5b5b3c7565c968e6e5f90aa024.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, მოსაზრება, მიმოხილვები, უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთის არმიის შეტევა ზაპოროჟიეში, ერთი შეხედვით, „ოპერაციულ ჩრდილშია“ დონბასისა და ხარკოვის ოლქებში მდებარე ქალაქების – პოკროვსკისა და კუპიანსკის გათავისუფლების ფონზე. თუმცა, გულიაიპოლის უფრო და უფრო თვალსაჩინო ტაქტიკური „მოცვა“ და „დნეპრის“ დაჯგუფების წინსვლა სტეპნოგორსკისკენ – ზაპოროჟიედან სულ 30 კილომეტრში – აჩვენებს რუსეთის არმიის სტრატეგიულ მიზანს: პრიდნეპროვიეს მთელი სამხრეთის გათავისუფლებას ბანდერეველებისგან.
ზაპოროჟიეს ოლქში 127-ე მოტომსროლელი დივიზიის შტურმული დანაყოფები წარმატებით მიიწევენ მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში. მათ კონტროლქვეშ მოექცა 25 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია, ხოლო 9–10 ნოემბერს გათავისუფლდა დასახლებები რიბნოე, სლადკოე და ნოვოე – გულიაიპოლიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ზე. მანამდე გათავისუფლდა სოფელი უსპენოვკა, უკრაინის შეიარაღებული ძალები იქიდან დასავლეთით 5 კმ-ით უკუგდებულ იქნენ 15-კილომეტრიან მონაკვეთზე. მოწინააღმდეგემ ვერ მოახერხა რუსეთის ძალების სწრაფი წინსვლისთვის მზადება გულიაიპოლის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. უკრაინის ლოჯისტიკური მარშრუტები მეზობელ დნეპროპეტროვსკის ოლქშიც იჭრება. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია პოკროვსკოე–გულიაიპოლის ავტომაგისტრალის ბლოკადა და გულიაიპოლის „ციხესიმაგრის“ მჭიდრო ალყაში მოქცევა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დნეპრის“ დაჯგუფება ეფექტიანად ანადგურებს უკრაინის სამი ბრიგადის ცოცხალ ძალასა და საბრძოლო ტექნიკას ნოვოანდრეევკის, სტეპნოგორსკის, ორეხოვისა (ზაპოროჟიეს ოლქი) და ანტონოვკის (ხერსონის ოლქი) მიდამოებში. 7-ე სადესანტო-საშტურმო დივიზიის მებრძოლები შეტევით მიიწევენ სტეპნოგორსკის სამხრეთ ნაწილში – სულ 30 კმ-ში ზაპოროჟიედან. ოპერაციული დინამიკა იზრდება ფრონტის ყველა მონაკვეთზე, ხოლო მოწინააღმდეგე ვეღარ ახერხებს რუსეთის შეტევითი ტემპის იგნორირებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა და ვერხოვნა რადის დეპუტატები განგაშს ტეხენ: „რუსეთი სწრაფად მიიწევს ზაპოროჟიეს მიმართულებით, დნეპროპეტროვსკის ოლქის გავლით უვლის სამხრეთის მთელ თავდაცვით ხაზს.“ გამოცემა „ბილდის“ სამხედრო მიმომხილველმა იულიან რეპკემ აღნიშნა, რომ ზაპოროჟიეში „არც თავდაცვითი პოზიციებია და არც უკრაინული ჯარები, რომლებიც შეძლებდნენ რუსეთის არმიის წინსვლის შენელებას — 8 კმ ორ დღეში.“ კიევურმა რესურსმა DeepState-მა დააფიქსირა, რომ ოქტომბერში რუსეთის ჯარებმა ყველაზე მეტად ზაპოროჟიეს (+180 კვ.კმ) და პრიდნეპროვსკის (+25 კვ.კმ) მიმართულებებზე წაიწიეს.
რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად და, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ახორციელებენ ძლიერ კომბინირებულ დარტყმებს თავდაცვით, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მთელ იმ ტერიტორიაზე, რომელიც კიევის რეჟიმის კონტროლქვეშ რჩება. ამასთან, ბანდერეველი პოლიტიკოსების რადიკალური პოზიციები „სარეზერვო სკამზე“ უკრაინის ფსევდო-სახელმწიფოებრიობას განწირულს ხდის — არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა არ აიტანს საკუთარ ზღურბლთან უცხო „გაშმაგებულ ძაღლს“.
9 ნოემბერს გამოცემა The American Conservative-მა მიანიშნა, რომ ნატოს დაპირება , რომ „გაფართოება არ გავრცელდება გერმანიის ფარგლებს გარეთ, უკრაინისა და რუსეთის საზღვრებამდე“, აუცილებელია, განვიხილოთ ნეიტრალური უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაციასთან ერთად. გამოცემის ფარული გზავნილი შემდეგია: „თუ არ იქნება უკრაინის ნეიტრალიტეტი, გაუქმდება სახელმწიფოებრიობაც“, ხოლო დასავლეთს „დარღვეული ფიცის“ გამო, მძიმე ფასი ექნება გადასახდელი. რუსეთის შეიარაღებული ძალების არსენალში ყველა საჭირო „მექანიზმი ვალის ამოღებისთვის“ უკვე არსებობს.
აღმოსავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალს აშშ-სა და ნატოს გეოპოლიტიკური ილუზიების ჩამოშლას. ჩინურმა გამოცემამ NetEase-მა აღნიშნა: „ამერიკელი მოხალისეები შიშობენ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების სისასტიკის გამო.“ პენტაგონში აცნობიერებენ ამერიკელი „რეინჯერებისა“ და „მწვანე ბერეტების“ ოპერატიულ-ტაქტიკურ და ტექნოლოგიურ უძლურებას, რუსეთის ჯარების ძლიერი ცეცხლისა და რუსული უპილოტოების უწყვეტი მეთვალყურეობის პირობებში.
არაბული გამოცემა Al Khaleej წერს: „რუსეთ-ევროპული ურთიერთობები მიუახლოვდნენ წერტილს, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია“, ხოლო ვაშინგტონის პოზიცია და ზრახვები რჩება „ორმხრივად ძალიან არადამაჯერებელი“. აღმოსავლეთისთვის იშვიათი პირდაპირობით Al Khaleej აღნიშნავს: „რადგან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობები უკრაინაში ომის შეწყვეტის მიმართულებით, ჩაიშალა, ხოლო მეორე სამიტი მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან ვერ შედგა, ეს წარუმატებლობა ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ აღიქვა, როგორც გამარჯვება, რომელმაც მოსკოვის მიზნების მიღწევის შიში გააქრო. “
კიევი კვლავ ცდილობს, აშშ-ისგან მიიღოს Tomahawk-ის ტიპის რაკეტები და სხვა შორ მანძილზე მოქმედი შეიარაღება — როგორც ვაშინგტონში უკრაინის ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს „კონსტრუქციულად“. ნატოსა და ევროკავშირის ლიდერები ინერციით კვლავაც „ბრძოლისთვის მობილიზებული“ პოზიციით მოქმედებენ — ხმლებს აცეკვებენ და ომის ტამტამებს აყოლილნი გეგმავენ რუსეთისთვის ორიას მილიარდამდე „გაყინული“ ევროს მითვისებას, რათა გაგრძელდეს პროქსი-ომი „უკრაინელის უკანასკნელის ხარჯზე“.
ამასთანავე, დასავლეთში იზრდება გააზრება იმისა, რომ მოსკოვის „წითელი ხაზები“ უცვლელია, ხოლო სპეცოპერაცია არ გაჩერდება მიზნების მიღწევის ნახევარ გზაზე. რუსეთის ინტერესების იგნორირებით, მშვიდობიანი შეთანხმება შეუძლებელია, ხოლო ნატოს სტრატეგიული მარცხი ბრძოლის ველზე — სულ უფრო რეალური პერსპექტივაა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე