როგორ შეიცვალა ბინების ფასები თბილისში - ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerმშენებარე ობიექტი
მშენებარე ობიექტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2025
გამოწერა
2025 წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრი ე.წ. შავი კარკასის საშუალო ფასი ახლად აშენებულ კორპუსებში 3 314 ლარს შეადგენდა.
თბილისი,10 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი 2025 წლის მესამე კვარტალში 7%-ით გაიზარდა, ამასთან მეორე კვარტალთან შედარებით ფასები 0,6%-ით გაიზარდა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ინდექსი ფასების დინამიკას ასახავს და მოიცავს ახლად აშენებულ და მშენებარე უძრავ ქონებას თბილისში.
2020 წლის საშუალო წლიურ მაჩვენებელთან შედარებით, თბილისში ახალ საცხოვრებელ ბინებზე ფასების წლიური ინდექსი მესამე კვარტალში 57%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, ახალაშენებული ბინების ფასები 2025 წლის მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით 0,5%-ით გაიზარდა, 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი 6,9%-ით გაიზარდა.
ბინების ფასები ახალაშენებულ კორპუსებში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

6 767

ვაკე

5 896

ჩუღურეთი

4 431

საბურთალო

4 316

დიდუბე

4 057

კრწანისი

3 948

ნაძალადევი

3 898

ისანი

3 789

გლდანი

3 640

სამგორი

3 483

თბილისში ახალაშენებულ კერძო სახლებზე ფასები 2025 წლის მესამე კვარტალში მეორე კვარტალთან შედარებით, 1,2%-ით გაიზარდა, 2024 წლის მესამე კვარტალთან შედარებით კი 7,2%-ით გაიზარდა.
ახალაშენებული კერძო სახლების ფასი თბილისში

რაიონი

კვადრატული მეტრის საშუალო ღირებულება, ლარი

მთაწმინდა

4 780

ვაკე

4 511

დიდუბე

3 976

საბურთალო

3 547

ჩუღურეთი

3 274

სამგორი

3 060

ისანი

3 047

კრწანისი

2 937

გლდანი

2 853

ნაძალადევი

2 510

„საქსტატის" კვლევის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში ერთი კვადრატული მეტრის საშუალო ფასმა ახლად აშენებულ კორპუსებში შეადგინა: ე.წ. შავი კარკასი – 3.314 ლარი, თეთრი კარკასი – 3.474 ლარი, მწვანე კარკასი – 4.288 ლარი.
2024 წლის მესამე კვარტალში ფასები ასეთი იყო: ე.წ. შავი კარკასი - 3.156 ლარი, თეთრი კარკასი – 3.410ლარი, მწვანე კარკასი – 3.906 ლარი.
ფასების ინდექსი მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია და მას უმეტესად საქართველოს ეროვნული ბანკი და კერძო დეველოპერები იყენებენ. ის, ერთი მხრივ, ემსახურება უძრავი ქონების განვითარებისა და ბაზრის რისკების შეფასებას, ხოლო მეორე მხრივ – უძრავი ქონების ბაზარსა და ფინანსურ სტაბილურობასთან კავშირების დადგენასა და შეფასებას.
ყველა ახალი ამბავი
0