https://sputnik-georgia.com/20251110/ramdeni-eleqtroenergia-moixmares-saqartveloshi-295708197.html
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით... 10.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-10T10:58+0400
2025-11-10T10:58+0400
2025-11-10T10:58+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272163850_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_918fe58399bfbb8162bb972d61e7d131.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით გაიზარდა და 11 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოში გამომუშავებულია 10,4 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 8,6%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 51,1%-ით გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით და 510,77 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია მეზობელ რუსეთში 7,15 კვტ/სთ გაიტანა, აზერბაიჯანში - 50,03 მლნ კვტ/სთ, სომხეთში - 52,41 მლნ კვტ/სთ და 401,18 კვტ/სთ თურქეთში.გარდა ამისა, 2025 წელის იანვარ-სექტემბერში საქართველომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი (+129,3%) – 1 132,68 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 59,4% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 672,73 მლნ კვტ/სთ, 32,9% - აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 372,76 მლნ კვტ/სთ, ხოლო 7,7% სომხეთიდან - 87,19 მლნ კვტ/სთ.2025 წლის იანვარ-სექტემბერში თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობა არ ყოფილა.მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5,1%-ით ნაკლები იყო. გამომუშავებულია 14,2 მლრდ კვტ/სთ - 2023 წელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272163850_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ba9e6cf0628d688c573428ebac0bf4c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები
სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ელექტროენერგიის მოხმარება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით გაიზარდა და 11 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
მიმდინარე წლის ცხრა თვეში საქართველოში გამომუშავებულია 10,4 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 8,6%-ით ნაკლები 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 8,7 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია 1,6 მლრდ კვტ/სთ, „ქართლის" ქარის სადგურმა კი 63,70 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 51,1%-ით გასული წლის ცხრა თვესთან შედარებით და 510,77 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველომ ელექტროენერგია მეზობელ რუსეთში 7,15 კვტ/სთ გაიტანა, აზერბაიჯანში - 50,03 მლნ კვტ/სთ, სომხეთში - 52,41 მლნ კვტ/სთ და 401,18 კვტ/სთ თურქეთში.
გარდა ამისა, 2025 წელის იანვარ-სექტემბერში საქართველომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ორჯერ მეტი (+129,3%) – 1 132,68 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა. იმპორტის 59,4% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 672,73 მლნ კვტ/სთ, 32,9% - აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 372,76 მლნ კვტ/სთ, ხოლო 7,7% სომხეთიდან - 87,19 მლნ კვტ/სთ.
2025 წლის იანვარ-სექტემბერში თურქეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობა არ ყოფილა.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,4 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 5,1%-ით ნაკლები იყო. გამომუშავებულია 14,2 მლრდ კვტ/სთ - 2023 წელთან შედარებით 1,1%-ით ნაკლები.