https://sputnik-georgia.com/20251110/qvrivishvili-gancxadebebs-ukanono-migraciis-zrdaze-eaglehill-kavshiri-ar-aqvs-295720600.html
ქვრივიშვილი: განცხადებებს მიგრაციის ზრდაზე Eagle Hill-ის ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს
ქვრივიშვილი: განცხადებებს მიგრაციის ზრდაზე Eagle Hill-ის ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს
Sputnik საქართველო
ოპოზიციაში პროექტს აკრიტიკებენ და მას „საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მიიჩნევენ. 10.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-10T14:49+0400
2025-11-10T14:49+0400
2025-11-10T14:49+0400
საქართველო
საუდის არაბეთი
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294264295_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_6ab3f1c7fea07c8223746e9a99422b99.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სპეკულაციურ განცხადებებს უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდაზე Eagle Hill-ის მასშტაბურ ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, რომელსაც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა 25 ოქტომბერს ხელი მოაწერეს, საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.მინისტრის თქმით, დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას მსხვილ ინვესტიციებს მოუტანს და ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის, მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს.ოპოზიციაში პროექტს აკრიტიკებენ და მას „საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მიიჩნევენ.გარიგების დეტალებისაქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294264295_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_69f325764e1d981d2ac0d0fb81119d6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები
ქვრივიშვილი: განცხადებებს მიგრაციის ზრდაზე Eagle Hill-ის ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს
ოპოზიციაში პროექტს აკრიტიკებენ და მას „საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მიიჩნევენ.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სპეკულაციურ განცხადებებს უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდაზე Eagle Hill-ის მასშტაბურ ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, რომელსაც ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა 25 ოქტომბერს ხელი მოაწერეს, საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
მინისტრის თქმით, დეველოპერული კომპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანას მსხვილ ინვესტიციებს მოუტანს და ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის, მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს.
„ვხედავთ მიზანმიმართულ ტყუილებს და მცდელობას, მიგრაცია დაკავშირებული იყოს ინვესტიციასთან. კარგად ვიცით, რომ საქართველოში არსებობს მიგრაციის კანონი, მეტიც, ჩვენი ქვეყანა გამორჩეულია მკაცრი პოლიტიკით უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით. ამდენად, Eagle Hills-ის მასშტაბური ინვესტიციის ფარგლებში რისკი უკანონო მიგრაციის მიმართულებით ნულოვანია", – განაცხადა ქვრივიშვილმა.
ოპოზიციაში პროექტს აკრიტიკებენ და მას „საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ“ მიიჩნევენ.
საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
აღნიშნული საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური უცხოური ინვესტიციაა, რომელიც თბილისის და ბათუმის იერსახეს გარდაქმნის და ქალაქებში გლობალური ცნობადობის კომპლექსებს შექმნის. პროექტები თბილისსა და გონიოში ხელს შეუწყობს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას, წლიურად ასობით ათასი ვიზიტორის მოზიდვას და ათასობით სამუშაო ადგილის შექმნას.
ამ თანხებით კომპანია Eagle Hills თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.