https://sputnik-georgia.com/20251110/qartuli-pasporti-regionshi-zlieria-295724246.html
ქართული პასპორტი რეგიონში კვლავაც ყველაზე „ძლიერია“: ახალი რეიტინგი
ქართული პასპორტი რეგიონში კვლავაც ყველაზე „ძლიერია“: ახალი რეიტინგი
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე 123 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. 10.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-10T18:53+0400
2025-11-10T18:53+0400
2025-11-10T18:53+0400
საქართველო
საქართველოს პასპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/94/238549453_0:59:2000:1184_1920x0_80_0_0_60b03ac17725a0410acc7f42e8572b15.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პასპორტი კვლავაც ყველაზე ძლიერია რეგიონში და გლობალური პასპორტების ინდექსში 46-ე ადგილი იკავებს, რეიტინგს საერთაშორისო კომპანია Henley & Partners ადგენს.სიის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელს უვიზოდ გამგზავრება შეუძლია.ახალი რეიტინგის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო პასპორტების ინდექსში პოზიციები დაკარგა და 44-ე ადგილიდან 46-ეზე ჩამოქვეითდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე 123 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 50-ე ადგილზეა (114 ქვეყანაში უვიზოდ გამგზავრების უფლება), თურქეთი 51-ე ადგილზეა (113 ქვეყანა), აზერბაიჯანი (71 ქვეყანა) და სომხეთი (67 ქვეყანა) კი 72-ე პოზიციას იკავებენ.მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის მფლობელი, რომელიც 193 ქვეყანაში უფასო მოგზაურობის საშუალებას იძლევა, სინგაპურია. შემდეგ მოდის სამხრეთ კორეა -190 უვიზო მიმართულებით და იაპონია, რომლის პასპორტით უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია 189 ქვეყანაშიHenley-ის პასპორტების ინდექსი აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა. ის ეფუძნება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს და მოიცავს 227 ქვეყნის 199 პასპორტს. Henley & Partners წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მრჩეველს ინვესტიციების გზით მოქალაქეობისა თუ ცხოვრების უფლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. Henley & Partners-მა მიიზიდა 8 მილიარდ დოლარზე მეტი მსოფლიოს ეკონომიკებში სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამების მეშვეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/94/238549453_367:0:2000:1224_1920x0_80_0_0_9beba42eb23291c8cf8047bbc1b2039f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პასპორტი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პასპორტი , საზოგადოება, ახალი ამბები
ქართული პასპორტი რეგიონში კვლავაც ყველაზე „ძლიერია“: ახალი რეიტინგი
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე 123 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პასპორტი კვლავაც ყველაზე ძლიერია რეგიონში და გლობალური პასპორტების ინდექსში 46-ე ადგილი იკავებს, რეიტინგს საერთაშორისო კომპანია Henley & Partners ადგენს.
სიის შედგენისას გათვალისწინებულია ისეთი ინდიკატორები, როგორიცაა გადაადგილების თავისუფლება და იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც კონკრეტული ქვეყნის პასპორტის მფლობელს უვიზოდ გამგზავრება შეუძლია.
ახალი რეიტინგის მიხედვით, საქართველომ მსოფლიო პასპორტების ინდექსში პოზიციები დაკარგა და 44-ე ადგილიდან 46-ეზე ჩამოქვეითდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე 123 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 50-ე ადგილზეა (114 ქვეყანაში უვიზოდ გამგზავრების უფლება), თურქეთი 51-ე ადგილზეა (113 ქვეყანა), აზერბაიჯანი (71 ქვეყანა) და სომხეთი (67 ქვეყანა) კი 72-ე პოზიციას იკავებენ.
მსოფლიოში ყველაზე „ძლიერი“ პასპორტის მფლობელი, რომელიც 193 ქვეყანაში უფასო მოგზაურობის საშუალებას იძლევა, სინგაპურია. შემდეგ მოდის სამხრეთ კორეა -190 უვიზო მიმართულებით და იაპონია, რომლის პასპორტით უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია 189 ქვეყანაში
Henley-ის პასპორტების ინდექსი აჩვენებს, თუ რომელი ქვეყნების მოქალაქეებს შეუძლიათ ამა თუ იმ ქვეყანაში უვიზოდ შესვლა. ის ეფუძნება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებს და მოიცავს 227 ქვეყნის 199 პასპორტს.
Henley & Partners წარმოადგენს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მრჩეველს ინვესტიციების გზით მოქალაქეობისა თუ ცხოვრების უფლების პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში. Henley & Partners-მა მიიზიდა 8 მილიარდ დოლარზე მეტი მსოფლიოს ეკონომიკებში სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამების მეშვეობით.