დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება

© Sputnik / Alex ShlamovТоржественная церемония зажжения огней на главной новогодней елке Грузии на площади Первой Республики
Торжественная церемония зажжения огней на главной новогодней елке Грузии на площади Первой Республики - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2025
გამოწერა
საახალხლწო ილუმინაციებს გასული წლების მსგავსად, წელსაც დეკემბრის პირველ ნახევარში აანთებენ.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მთავარი ნაძვის ხე წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, იუწყება ქართული მედია.
2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მერიამ 8 280 000 ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია 2025 წლის 12 დეკემბრიდან 2026 წლის 14 იანვრის ჩათვლით, „საახალწლო ქალაქის“ მოწყობას, მრავალფეროვანი გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, „საახალწლო ქალაქი“ და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება - ცენტრალური ნაძვისხე 12 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება მრავალფეროვანი თემატური დეკორაციები, მოცულობითი ინსტალაციები, ფოტოზონები, დეკორირებული ჯიხურები და დახლები, თაღები, დეკორირებული ნაძვის ხეები, საციგურაო ყინულის მოედანი შესაბამისი დეკორაციით, ქუჩების და ფასადების თემატური მორთულობები, საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, კულტურული, სპორტული და მოსასვენებელი სივრცეები, თოვლის ბაბუას (სანტას სახლი) და სახელოსნო.
ამასთან, გაიმართება საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიება, სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ელექტრონული ლაივ-შოუები, თეატრალური წარმოდგენა-პერფორმანსები. მოეწყობა მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საბავშვო-გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებლებს დახვდებათ თოვლის ბაბუა (სანტა) დამხმარე მსახიობებთან ერთად.
ასევე მოეწყობა კვების და საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონები, ,,საშობაო ბაზარი“ და ,,ტკბილეულის ფესტივალი“.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 2025 წლის 31 დეკემბერს, გრანდიოზული საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0