მიქაუტაძე და კაკაბაძე ესპანეთთან და ბულგარეთთან ეროვნული ნაკრების მატჩებს გამოტოვებენ

© Courtesy of Nakrebiგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2025
გამოწერა
ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად სანიოლმა ნაკრებში ლიმასოლის „არისის“ ფორვარდი გიორგი ქვილითაია და უკრაინული „ჩერკასის“ ფეხბურთელი შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik.საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში ესპანეთთან და ბულგარეთთან დაგეგმილ მატჩებში ესპანეთის „ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე და „კრაკოვის“ მცველი ოთარ კაკაბაძე ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან, იუწყება ეროვნული ნაკრების პრესსამსახური.
საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ესპანეთს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი გასვლით მატჩს ბულგარეთში გამართავს - ამ მატჩებით ვილი სანიოლის გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დასსრულებს.
ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად სანიოლმა ნაკრებში ლიმასოლის „არისის“ ფორვარდი გიორგი ქვილითაია და უკრაინული „ჩერკასის“ ფეხბურთელი შოთა ნონიკაშვილი გამოიძახა.
საქართველოს ნაკრების შეცვლილი შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო, ქუთაისი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი).
საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები E ჯგუფში თურქეთის, ესპანეთის და ბულგარეთის გუნდებთან ერთად ასპარეზობს.
ოთხ მატჩში ოთხი მოგებით ესპანეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია. თურქეთი სამი მოგებით მეორე ადგილზეა, საქართველოს ნაკრებს ოთხ მატჩში ერთი მოგება აქვს და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, ბოლო ადგილზე კი ბულგარეთია – ოთხი მარცხი.
ოქტომბრის შეხვედრებში საქართველო სტუმრად ესპანეთთან ანგარიშით 0:2, თურქეთთან კი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.
ყველა ახალი ამბავი
0