https://sputnik-georgia.com/20251110/boris-gogichaishvili-gardaicvala-295723551.html
„ვისკის საქმეზე" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
„ვისკის საქმეზე" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ძიუდოში, 2021 წელს გახდა გორის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“. 10.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-10T16:00+0400
2025-11-10T16:00+0400
2025-11-10T16:00+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283394057_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_79d85280f4c83fa5ef8f722a3c3ccf91.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. გორის საკრებულოს დეპუტატი ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც ალკოჰოლისა და სიგარეტის ფალსიფიცირების საქმეზე იყო დაკავებული და გირაო ჰქონდა შეფარდებული, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართლის ამბები" ავრცელებს.გოგიჩაიშვილი პატიმრობიდან სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ადვოკატის თქმით, 2 ნოემბერს გოგიჩაიშვილს სწორედ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გირაოთი.გოგიჩაიშვილი იმ შვიდ პირთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ალკოჰოლის არალეგალური წარმოების საქმეზე 17 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულებს შორისაა ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკიც.ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ძიუდოში, 2021 წელს გახდა გორის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.საქმეზე დაკავებული სხვა პირები ისევ პატიმრობაში რჩებიან. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/12/283394057_348:0:3077:2047_1920x0_80_0_0_bb303d970126d7a352a00011dde7c7c9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
„ვისკის საქმეზე" ერთ-ერთი ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ძიუდოში, 2021 წელს გახდა გორის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. გორის საკრებულოს დეპუტატი ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც ალკოჰოლისა და სიგარეტის ფალსიფიცირების საქმეზე იყო დაკავებული და გირაო ჰქონდა შეფარდებული, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართლის ამბები" ავრცელებს.
გოგიჩაიშვილი პატიმრობიდან სამედიცინო დაწესებულებაში იყო გადაყვანილი. მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ადვოკატის თქმით, 2 ნოემბერს გოგიჩაიშვილს სწორედ მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გირაოთი.
გოგიჩაიშვილი იმ შვიდ პირთაგან ერთ-ერთი იყო, რომლებიც ალკოჰოლის არალეგალური წარმოების საქმეზე 17 სექტემბერს დააკავეს. ბრალდებულებს შორისაა ყოფილი მოკრივე და ბიზნესმენი გიორგი კანდელაკიც.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შიდა ქართლის რეგიონში, წლების განმავლობაში არალეგალურად მოქმედი, ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქარხანა გააჩნდათ, სადაც კუსტარულად ხდებოდა სხვადასხვა დასახელების, ქართული და უცხოური ბრენდული ალკოჰოლური სასმელების უკანონო ჩამოსხმა-რეალიზაცია - საგამოძიებო სამსახურმა უპრეცედენტო რაოდენობის - 75.137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო.
ბორის გოგიჩაიშვილი, რომელიც საბჭოთა კავშირის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო ძიუდოში, 2021 წელს გახდა გორის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.
საქმეზე დაკავებული სხვა პირები ისევ პატიმრობაში რჩებიან. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მე-200 მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.