ხულოს მერიის წარმომადგენელი ქრთამზე დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2025
გამოწერა
ბრალის დამტკიცებიშ შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პტიმრობა ემუქრება
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, ნათქვამია უწყებ ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა,, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურეობრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა.
ამის სანაცვლოდ, ბრალდებულმა მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
უწყების ცნობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება.
გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0