https://sputnik-georgia.com/20251109/rogor-daipkro-buniatishvilma-msoplio-295715077.html
როგორ დაიპყრო პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა მსოფლიო - ვიდეო
როგორ დაიპყრო პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა მსოფლიო - ვიდეო
Sputnik საქართველო
ხატია 1987 წელს თბილისში დაიბადა, ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა სამი წლის ასაკში უფროს დასთან გვანცასთან ერთად დაიწყო. ექვსი წლის ხატია ბუნიათიშვილმა პირველი... 09.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-09T20:00+0400
2025-11-09T20:00+0400
2025-11-09T20:00+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/09/295714911_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_39bc41ab42f9d3136e5f964beb556373.jpg
ათი წლის ასაკში ის გასტროლებზე ევროპაში, აშშ-სა და ისრაელში გაემგზავრა. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, 2003 წელს ხატიამ კიევში, ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტების კონკურსი მოიგო, რომელიც პიანისტმა ელისაბედ ლეონსკაიამ დააარსა. კარიერის განმავლობაში ხატიამ დაიპყრო მრავალი სცენა და კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართა. 2020 წელს ის გახდა საათებისა და საიუველირო ნაკეთობათა ფრანგული ბრენდ Cartier-ის ამბასადორი. დღეს ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს და არის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე.მან ორჯერ მოიპოვა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო Echo Klassik ჯილდო – 2012 წელს ფრანც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი“. ბუნიათიშვილი არის Borletti-Buitoni Trust Award-ის ლაურეატი, ხოლო 2019 წლის მარტში მისი ალბომი Schubert კლასიკური მუსიკის ფრანგული ჩარტების სათავეში მოექცა.ნიჭიერი პიანისტის ალბომები არაერთხელ გამხდარა ლიდერი iTunes-სა და Amazon-ზე ჩამოტვირთვის რაოდენობით. ხატიას ცხოვრებას Instagram-ზე, სადაც ის რეგულარულად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს, 330 ათასზე მეტი ადამიანი აკვირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/09/295714911_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_b04f85e7c9bdff8feb8da750fdede235.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
როგორ დაიპყრო პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა მსოფლიო - ვიდეო
ხატია 1987 წელს თბილისში დაიბადა, ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა სამი წლის ასაკში უფროს დასთან გვანცასთან ერთად დაიწყო. ექვსი წლის ხატია ბუნიათიშვილმა პირველი კონცერტი თბილისში კამერულ ორკესტრთან ერთად გამართა.
ათი წლის ასაკში ის გასტროლებზე ევროპაში, აშშ-სა და ისრაელში გაემგზავრა. კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, 2003 წელს ხატიამ კიევში, ჰოროვიცის სახელობის ახალგაზრდა პიანისტების კონკურსი მოიგო, რომელიც პიანისტმა ელისაბედ ლეონსკაიამ დააარსა.
კარიერის განმავლობაში ხატიამ დაიპყრო მრავალი სცენა და კონცერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართა. 2020 წელს ის გახდა საათებისა და საიუველირო ნაკეთობათა ფრანგული ბრენდ Cartier-ის ამბასადორი. დღეს ხატია ბუნიათიშვილი პარიზში ცხოვრობს და არის საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე.
მან ორჯერ მოიპოვა ერთ-ერთი პრესტიჟული ჯილდო Echo Klassik ჯილდო – 2012 წელს ფრანც ლისტის ალბომისთვის და 2016 წელს ალბომისთვის „კალეიდოსკოპი“. ბუნიათიშვილი არის Borletti-Buitoni Trust Award-ის ლაურეატი, ხოლო 2019 წლის მარტში მისი ალბომი Schubert კლასიკური მუსიკის ფრანგული ჩარტების სათავეში მოექცა.
ნიჭიერი პიანისტის ალბომები არაერთხელ გამხდარა ლიდერი iTunes-სა და Amazon-ზე ჩამოტვირთვის რაოდენობით. ხატიას ცხოვრებას Instagram-ზე, სადაც ის რეგულარულად აქვეყნებს ფოტოებსა და ვიდეოებს, 330 ათასზე მეტი ადამიანი აკვირდება.