ქართული დელეგაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65-ე რაუნდზე გაემგზავრა

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2025
გამოწერა
პირველი დღე, ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, მოლაპარაკებათა 65-ე რაუნდი კი ოფიციალურად 11 ნოემბერს დაიწყება.
თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 65-ე რაუნდი გაიმართება, ქართული დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობით ჟენევაში უკვე გაემგზავრა, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე იმყოფება.

„მოლაპარაკებებზე ჩვენი მთავარი მიზანია კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მტკიცე პოზიცია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნებასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა დევნილთა დაბრუნება არ დარჩეს მხოლოდ დეკლარირებულ მიზნად“, - განაცხადა ჯინჭარაძემ.

პირველი დღე, ტრადიციულად, თანათავმჯდომარეებთან ტექნიკურ შეხვედრებს დაეთმობა, მოლაპარაკებათა 65-ე რაუნდი კი ოფიციალურად 11 ნოემბერს დაიწყება.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი გიორგი ქაჯაია და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
პრაღაში შეხვედრებზე განიხილება ჰუმანიტარული და ეკონომიური საკითხები, პოლიტიკურ საკითხებზე კი ჟენევაში მსჯელობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობით. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.
ყველა ახალი ამბავი
0