https://sputnik-georgia.com/20251109/kristal-jgupis-xlmzgvanels-brali-wardgina-295714003.html
„კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელს ბრალდება წარედგინა
„კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელს ბრალდება წარედგინა
Sputnik საქართველო
დანაშაულები 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 09.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-09T16:22+0400
2025-11-09T16:22+0400
2025-11-09T16:22+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ,,კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი 8 ნოემბერს დააკავა.გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში" შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა. ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს - სტეფანიანი უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს ეტაპობრივად ასხვისებდა. ამ გზით შპს „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფმა“ დიდი ოდენობით - 1.894,925 ლარის შემოსავალი მიიღო. მიღებული დიდი ოდენობით თანხისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფის“ საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა. დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სსკ-ის 192-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
„კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელს ბრალდება წარედგინა
დანაშაულები 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ,,კრისტალ ჯგუფის“ მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე „კრისტალ ჯგუფის“ ხელმძღვანელი 8 ნოემბერს დააკავა.
გამოძიებით დგინდება, რომ „კრისტალ ჯგუფში" შემავალი შპს „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფის“ ძირითად საქმიანობას დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და მისი შემდგომი რეალიზაცია წარმოადგენდა.
ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ფაქტობრივად ხელმძღვანელობდა საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობას, უხეშად არღვევდა როგორც ბაკურიანის განაშენიანების გენერალური გეგმით დადგენილ, ისე შესაბამისი სამსახურიდან მიღებულ მშენებლობის სანებართვო პირობებს - სტეფანიანი უკანონოდ აშენებულ საცხოვრებელ ფართებს ეტაპობრივად ასხვისებდა.
ამ გზით შპს „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფმა“ დიდი ოდენობით - 1.894,925 ლარის შემოსავალი მიიღო.
მიღებული დიდი ოდენობით თანხისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულმა თანხის ნაწილი „ბაკურიანი ბიზნეს-ჯგუფის“ საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და მასთან დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.
დაკავებულს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სსკ-ის 192-ე და 194-ე მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.