https://sputnik-georgia.com/20251108/zamtris-saburavebis-gamokeneba-savaldebulo-gaxda-295705469.html
1-ელი დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
1-ელი დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
Sputnik საქართველო
თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, უფლება აქვთ, დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი 08.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-08T21:02+0400
2025-11-08T21:02+0400
2025-11-08T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0e/285632255_468:519:1063:854_1920x0_80_0_0_e074690aca2a4f2282c2de9af6094854.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე (როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე) სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.პოლიცია აღნიშნულ პერიოდში არ გაატარებს ავტომობილს ზაფხულის საბურავებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძის, რიკოთის გვირაბი-წევას მონაკვეთებზე.გარდა ამისა, კატეგორიულად აკრძალულია ზაფხულის საბურავებით გადაადგილება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე.ასეთივე შეზღუდვები იმოქმედებს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის დმანისის გადასახვევი- გუგუთის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ქვიშხეთი-ვალეს მონაკვეთზე, ასევე ზაჰესი-რუსთავის, ახალციხე–ნინოწმინდის მონაკვეთებზე.ზაფხულის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული იქნება ასევე ახალქალაქი- თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე.რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მსგავსი შეზღუდვები იმოქმედებს შემდეგი გზების გარკვეულ უბნებზე (მთლიანობაში 1,3 კმ): ბათუმი (ანგისა)-ახალციხე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი, ქუთაისი–ალპანა–მამისონი, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი, თბილისი–თიანეთი, თბილისი–მანგლისი, ვაზიანი–გომბორი–თელავი, ბაკურიანში, ჩოხატაური–ბახმარო და სხვ.როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი„ზამთრის საბურავი" უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა;მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი;მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.პოლიციის უფლებებიპოლიციელებს უფლება ექნებათ შეამოწმონ ავტომობილის საბურავები ნორმებთან შესაბამისობაზე და ამისთვის შეეძლებათ ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადაყვანა მოითხოვონ. დათვალიერება ხდება ვიზუალურად. პროტექტორის სიღრმის გასაზომად პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა.თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, სამართალდამცველებს უფლება აქვთ დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი, თუ ის პოტენციურ საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.ჯარიმა შეადგენს 100 ლარს. ამასთან, მძღოლს დარიცხული 100–დან 5 ქულა ჩამოეჭრება.პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ადმინისტრაციული დარღვევაა, ხოლო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა – სისხლის სამართლის დანაშაული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/0e/285632255_566:555:965:854_1920x0_80_0_0_3e036308131a185d9404a4a8cdaaee75.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ვითარება გზებზე
1-ელი დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
21:02 08.11.2025 (განახლებულია: 23:26 08.11.2025) თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, უფლება აქვთ, დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. 1-ელი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე პერიოდში გზის ცალკეულ მონაკვეთებზე (როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე) სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
პოლიცია აღნიშნულ პერიოდში არ გაატარებს ავტომობილს ზაფხულის საბურავებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძის, რიკოთის გვირაბი-წევას მონაკვეთებზე.
გარდა ამისა, კატეგორიულად აკრძალულია ზაფხულის საბურავებით გადაადგილება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე.
ასეთივე შეზღუდვები იმოქმედებს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის დმანისის გადასახვევი- გუგუთის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ქვიშხეთი-ვალეს მონაკვეთზე, ასევე ზაჰესი-რუსთავის, ახალციხე–ნინოწმინდის მონაკვეთებზე.
ზაფხულის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილება აკრძალული იქნება ასევე ახალქალაქი- თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მსგავსი შეზღუდვები იმოქმედებს შემდეგი გზების გარკვეულ უბნებზე (მთლიანობაში 1,3 კმ): ბათუმი (ანგისა)-ახალციხე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი, ქუთაისი–ალპანა–მამისონი, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი, თბილისი–თიანეთი, თბილისი–მანგლისი, ვაზიანი–გომბორი–თელავი, ბაკურიანში, ჩოხატაური–ბახმარო და სხვ.
როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი
„ზამთრის საბურავი" უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო – ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს: არანაკლებ 3 მმ. მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3); არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);
საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო – ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია, ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი;
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.
პოლიციელებს უფლება ექნებათ შეამოწმონ ავტომობილის საბურავები ნორმებთან შესაბამისობაზე და ამისთვის შეეძლებათ ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადაყვანა მოითხოვონ. დათვალიერება ხდება ვიზუალურად. პროტექტორის სიღრმის გასაზომად პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა.
თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, სამართალდამცველებს უფლება აქვთ დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი, თუ ის პოტენციურ საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
ჯარიმა შეადგენს 100 ლარს. ამასთან, მძღოლს დარიცხული 100–დან 5 ქულა ჩამოეჭრება.
პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ადმინისტრაციული დარღვევაა, ხოლო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა – სისხლის სამართლის დანაშაული.