საქართველო გაიმყარებს აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლს - პრემიერი

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2025
გამოწერა
„ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტში მონაწილეობა საქართველოს აძლევს დიდ პერსპექტივას, ის ყველაფერს აკეთებს ტრანზიტული ფუნქციის გაძლიერებისთვის
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტში ძლიერი პოზიცია დაიმკვიდროს და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი რგოლის როლი შეასრულოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ინიციატივა „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ ჩინეთის მასშტაბური პროექტია, რომელიც 2013 წელს სი ძინპინმა წარადგინა და რომლის მიზანია საერთაშორისო ვაჭრობისა და თანამშრომლობის განვითარება ახალი ინფრასტრუქტურული კავშირების შექმნის გზით. პროექტი ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს: „აბრეშუმის გზის ეკონომიკურ სარტყელს“ (სახმელეთო მარშრუტები) და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზას“ (საზღვაო მარშრუტები), ეს ორიმიმართულება აზიიდან ევროპამდე და აფრიკამდე ქვეყნებს მოიცავს.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ძლიერი როლი ვითამაშოთ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ისტორიულად, საქართველო დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჩვენი, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივაში მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან პერსპექტიულია.
„ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და ამისთვის დიდ ინვესტიციებს ვდებთ, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო დიდ ინვესტიციებს დებს მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.
„შუა დერეფნის“ ინიციატივას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა ქვეყანას შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაში. ჩინეთი, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, საქართველო, ქმნიან ძალიან საინტერესო მარშრუტს ეკონომიკური კავშირებისა და სავაჭრო პარტნიორობისთვის“, - განაცხადა მან.
სწორედ ამიტომ, ჩვენ შუა დერეფნის, ტრანსკასპიური დერეფნის გაძლიერების იდეის ერთგულნი ვრჩებით. საქართველო კი ჩვენს გარშემო არსებული ყველა ქვეყნისთვის საიმედო პარტნიორია. სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მომავალშიც შეუძლია ძალიან დადებითი როლი ითამაშოს თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შუა დერეფანი
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
ამჟამად „შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს გავლით ევროპის ქვეყნებისკენ.
საქართველო „შუა დერეფანს“ 2022 წელს შეუერთდა. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
ყველა ახალი ამბავი
0