https://sputnik-georgia.com/20251108/erovnuli-bankis-saertashoriso-rezervebi-295701856.html
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა - ახალი სტატისტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
2024 წელს საერთაშორისო რეზერვები 562,1 მლნ ლარით შემცირდა, 2023 წელს 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი რეზერვების ზრდამ 628,1 მლნ დოლარი შეადგინა. 08.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-08T14:11+0400
2025-11-08T14:11+0400
2025-11-08T14:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b539a5c2478219e928998c232298faab.jpg
2024 წელს საერთაშორისო რეზერვები 562,1 მლნ ლარით შემცირდა, 2023 წელს 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი რეზერვების ზრდამ 628,1 მლნ დოლარი შეადგინა.თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 30 სექტემბრისთვის 5,6 მლრდ დოლარი შეადგინა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.მანამდე საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.იანვარ-სექტემბერში რეზერვები 1 154,3 მილიონი დოლარით გაიზარდა. სექტემბერში რეზერვები 175,3 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებთანაა დაკავშირებული.2024 წელს საერთაშორისო რეზერვები 562,1 მლნ ლარით შემცირდა, 2023 წელს 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი რეზერვების ზრდამ 628,1 მლნ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებგვერდზე.მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,9 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1 მლრდ დოლარი.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 475,2 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,8 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში განთავსებული სახსრების მოცულობამ 786,9 მილიონი ლარი შეადგინა.სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 666,5 ათას დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/33/233293308_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_d00b0a95986ae2f663dfdfc12c2ea64e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
2024 წელს საერთაშორისო რეზერვები 562,1 მლნ ლარით შემცირდა, 2023 წელს 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი რეზერვების ზრდამ 628,1 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2025 წლის 30 სექტემბრისთვის 5,6 მლრდ დოლარი შეადგინა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.
მანამდე საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია, როცა მოცულობამ 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
იანვარ-სექტემბერში რეზერვები 1 154,3 მილიონი დოლარით გაიზარდა. სექტემბერში რეზერვები 175,3 მილიონი დოლარით გაიზარდა. ანალიტიკოსების შეფასებით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე მთავრობისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებთანაა დაკავშირებული.
2024 წელს საერთაშორისო რეზერვები 562,1 მლნ ლარით შემცირდა, 2023 წელს 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი რეზერვების ზრდამ 628,1 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 3,9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებგვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 2,9 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 475,2 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,8 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში განთავსებული სახსრების მოცულობამ 786,9 მილიონი ლარი შეადგინა.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 666,5 ათას დოლარს შეადგენს.