https://sputnik-georgia.com/20251108/er-riadsi-saqartvelos-da-saudis-arabetis-savawto-ekonomikur-tanamsromlobaze-imsjeles-295699109.html
ერ-რიადში საქართველოს და საუდის არაბეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს
ერ-რიადში საქართველოს და საუდის არაბეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს
Sputnik საქართველო
შეხვედრისას იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე. 08.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-08T11:35+0400
2025-11-08T11:35+0400
2025-11-08T11:35+0400
საუდის არაბეთი
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23202/11/232021172_0:0:2730:1537_1920x0_80_0_0_5e9fca0bbe3dbb21ed13edd6643cc081.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის შემდგომში კიდევ უფრო ეფექტური გამოყენების საკითხები განიხილეს შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ და საუდის არაბეთის სამეფოში პოლიტიკურ საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საუდ ალ-სატიმ.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რასაც ასევე ადასტურებს ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ვიზიტების ხშირი ურთიერთგაცვლა.მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეფორმების განხორციელების გზაზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე.შეხვედრისას იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ აღნიშნულ რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საუდის არაბეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23202/11/232021172_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_109cbf82534142e8f864a6555eabf830.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საუდის არაბეთი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველო
საუდის არაბეთი , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველო
ერ-რიადში საქართველოს და საუდის არაბეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს
შეხვედრისას იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. არსებული სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის შემდგომში კიდევ უფრო ეფექტური გამოყენების საკითხები განიხილეს შეხვედრაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ და საუდის არაბეთის სამეფოში პოლიტიკურ საკითხებში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საუდ ალ-სატიმ.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, რასაც ასევე ადასტურებს ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის ვიზიტების ხშირი ურთიერთგაცვლა.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეფორმების განხორციელების გზაზე საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე.
შეხვედრისას იმსჯელეს შავი ზღვის რეგიონსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ მხარეებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ აღნიშნულ რეგიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.