https://sputnik-georgia.com/20251108/dreidan-tbilissi-sazogadoebrivi-transportis-matsrutebi-icvleba-295702803.html
დღეიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებებია
დღეიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებებია
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას. 08.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-08T16:15+0400
2025-11-08T16:15+0400
2025-11-08T16:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287506630_0:132:1280:852_1920x0_80_0_0_f36301a89f12699418d91019ee729052.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. დღეიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალმა მარშრუტმა დაიწყო მგზავრთა მომსახურება, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კერძოდ, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზის ქუჩის, ორთაჭალჰესის ხიდისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, კრწანისის ქუჩის №65-მდე. N559 მარშრუტი კი სამგორის რაიონს მოემსახურება. მიკროავტობუსი სვლას გივი ამილახვარის ქუჩის №17-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს და კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით მეტროსადგურ "ვარკეთილამდე" იმოძრავებს. შემდეგ, იმავე მარშრუტით გივი ამილახვრის ქუჩას დაუბრუნდება. გარდა ამისა, სამგორის რაიონში N295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება. ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩებზე, ასევე, მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმართულებით. მთაწმინდასა და გლდანში კი მიკროავტობუსების მარშრუტები დაგრძელდება. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში მიკროავტობუსის - N481 მარშრუტი, რომელიც დაბა წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით გადაადგილდება და გზად სოფელ დიდებას გაივლის, ამჯერად სოფელ დიდებაში მდებარე დიდების ქუჩის გარდა, სამპანტების I შესახვევსაც მოემსახურება. გარდა ამისა, დაგრძელდება გლდანის რაიონში მოძრავი N508 მიკროავტობუსის მარშრუტიც. აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიიდან (გობრონიძის ქუჩა) მომსახურებას უწევს ავშნის ქუჩისა და ავშნის III შესახვევის მცხოვრებლებს. ახალი მარშრუტის მიხედვით, მიკროავტობუსი ავშნის III შესახვევიდან სვლას ვახტანგ ფირცხალავას ქუჩის გავლით მიხეილ ვაშაკიძის ქუჩის კვეთამდე გააგრძელებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287506630_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_660d4fc6a5f5876144a921789b78ad3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
დღეიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში ცვლილებებია
მერიის ცნობით, ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას.
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. დღეიდან კრწანისისა და სამგორის რაიონებში მიკროავტობუსის თითო ახალმა მარშრუტმა დაიწყო მგზავრთა მომსახურება, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, N544 მიკროავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ "300 არაგველის" მიმდებარე ტერიტორიიდან იალბუზის ქუჩის, ორთაჭალჰესის ხიდისა და ვახტანგ გორგასლის ქუჩის გავლით, კრწანისის ქუჩის №65-მდე.
N559 მარშრუტი კი სამგორის რაიონს მოემსახურება. მიკროავტობუსი სვლას გივი ამილახვარის ქუჩის №17-ის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყებს და კახეთის გზატკეცილისა და ჯავახეთის ქუჩების გავლით მეტროსადგურ "ვარკეთილამდე" იმოძრავებს. შემდეგ, იმავე მარშრუტით გივი ამილახვრის ქუჩას დაუბრუნდება.
„ახალი მარშრუტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილებას და კიდევ უფრო კომფორტულს და ხელმისაწვდომს გახდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, სამგორის რაიონში N295 მარშრუტზე მოძრავი მცირეგაბარიტიანი ავტობუსები MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება.
ახალი ავტობუსები ბევრად მეტ მგზავრს მოემსახურება და გააუმჯობესებს გადაადგილებას ბესარიონ ჭიჭინაძისა და ქინძმარაულის ქუჩებზე, ასევე, მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმართულებით.
მთაწმინდასა და გლდანში კი მიკროავტობუსების მარშრუტები დაგრძელდება. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში მიკროავტობუსის - N481 მარშრუტი, რომელიც დაბა წყნეთიდან კიკეთის მიმართულებით გადაადგილდება და გზად სოფელ დიდებას გაივლის, ამჯერად სოფელ დიდებაში მდებარე დიდების ქუჩის გარდა, სამპანტების I შესახვევსაც მოემსახურება.
გარდა ამისა, დაგრძელდება გლდანის რაიონში მოძრავი N508 მიკროავტობუსის მარშრუტიც. აღნიშნული მიკროავტობუსი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიიდან (გობრონიძის ქუჩა) მომსახურებას უწევს ავშნის ქუჩისა და ავშნის III შესახვევის მცხოვრებლებს. ახალი მარშრუტის მიხედვით, მიკროავტობუსი ავშნის III შესახვევიდან სვლას ვახტანგ ფირცხალავას ქუჩის გავლით მიხეილ ვაშაკიძის ქუჩის კვეთამდე გააგრძელებს.