https://sputnik-georgia.com/20251107/witel-nusxasi-seyvanili-nakadulis-kalmaxis-qviritobis-sezoni-daiwyo-295680850.html
წითელ ნუსხაში შეყვანილი ნაკადულის კალმახის ქვირითობის სეზონი დაიწყო
წითელ ნუსხაში შეყვანილი ნაკადულის კალმახის ქვირითობის სეზონი დაიწყო
Sputnik საქართველო
2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეები ჯამში 700 ათასი ქვირითით დათევზიანდება. 07.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-07T09:35+0400
2025-11-07T09:35+0400
2025-11-07T09:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22821/09/228210908_0:62:1200:737_1920x0_80_0_0_7b46b660280789521762bea19c0b9885.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და განთავსებულია საინკუბაციო მოწყობილობაში. საინკუბაციო პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდება. 2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეები ჯამში, 700 ათასი ქვირითით დათევზიანდება. ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. "წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. 2024 წელს საქართველოს მდინარეები ნაკადულის კალმახის 140 ათასი ქვირითით დათევზიანდა. ნაკადულის/მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაში" 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22821/09/228210908_68:0:1132:798_1920x0_80_0_0_f9d6083f1639420362a9b806b8903be9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
წითელ ნუსხაში შეყვანილი ნაკადულის კალმახის ქვირითობის სეზონი დაიწყო
2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეები ჯამში 700 ათასი ქვირითით დათევზიანდება.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენ მეურნეობაში ქვირითობის სეზონი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, პირველი ქვირითი უკვე მიღებულია და განთავსებულია საინკუბაციო მოწყობილობაში. საინკუბაციო პერიოდი 60-დან 90 დღემდე გრძელდება.
„განაყოფიერებული კალმახის ქვირითი (თვალის სტადიაზე) ველურ ბუნებაში, საქართველოს სხვადასხვა მთის მდინარეების შენაკადებში განთავსდება, სადაც ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის", - ნათქვამია განცხადებაში.
2025 წლის გეგმის მიხედვით, მდინარეები ჯამში, 700 ათასი ქვირითით დათევზიანდება.
ნაკადულის კალმახის ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. "წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს.
2024 წელს საქართველოს მდინარეები ნაკადულის კალმახის 140 ათასი ქვირითით დათევზიანდა.
ნაკადულის/მდინარის კალმახი "წითელ ნუსხაში" 2006 წელს მოხვდა. მას მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია.