https://sputnik-georgia.com/20251107/veris-parkis-reabilitacia-dasrulda-295703981.html
თბილისის ცენტრში უძველესი ვერის პარკი აღადგინეს - ვიდეო
თბილისის ცენტრში უძველესი ვერის პარკი აღადგინეს - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში ვერის პარკის - ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული ადგილის რესტავრაცია დასრულდა. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ „Sputnik - საქართველოს"... 07.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-07T16:52+0400
2025-11-07T16:52+0400
2025-11-08T16:52+0400
საქართველო
მულტიმედია
ვიდეო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/08/295703815_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_5045e1f5829b5d9721f11e790cc591a4.jpg
პარკის რეკონსტრუქცია 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული, ამიტომაც აქ მასშტაბური რემონტი არ ჩატარებულა. მთავარი მიზანი იყო არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნება და სივრცის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.რემონტის შემდეგ პარკში გაჩნდა ბავშვთა და სპორტული სათამაშო მოედნები, ძაღლების გასასეირნებელი ადგილი და საფეხმავლო ბილიკები. პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი გადასახედი მოედანია, საიდანაც მთელი თბილისის პანორამული ხედი იშლება.ეს ადგილი ქალაქის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის მიმზიდველობის წერტილი გახდება. რეაბილიტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარკის გამწვანებას - პარკი შეივსო ახალი მცენარეებით და კეთილმოწყობილი მწვანე ზონებით. ამრიგად, ვერის პარკი დღეს აერთიანებს ისტორიულ მემკვიდრეობას, მწვანე სივრცეს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/08/295703815_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_cf610c91325cd217a31f6e7025aa1e14.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
საქართველო, მულტიმედია, ვიდეო, видео
თბილისის ცენტრში უძველესი ვერის პარკი აღადგინეს - ვიდეო
16:52 07.11.2025 (განახლებულია: 16:52 08.11.2025) თბილისის ცენტრში ვერის პარკის - ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ატმოსფერული ადგილის რესტავრაცია დასრულდა. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ „Sputnik - საქართველოს" ვიდეოში.
პარკის რეკონსტრუქცია 2024 წლის სექტემბერში დაიწყო. ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული, ამიტომაც აქ მასშტაბური რემონტი არ ჩატარებულა. მთავარი მიზანი იყო არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნება და სივრცის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
რემონტის შემდეგ პარკში გაჩნდა ბავშვთა და სპორტული სათამაშო მოედნები, ძაღლების გასასეირნებელი ადგილი და საფეხმავლო ბილიკები. პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი გადასახედი მოედანია, საიდანაც მთელი თბილისის პანორამული ხედი იშლება.
ეს ადგილი ქალაქის მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის მიმზიდველობის წერტილი გახდება. რეაბილიტაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარკის გამწვანებას - პარკი შეივსო ახალი მცენარეებით და კეთილმოწყობილი მწვანე ზონებით. ამრიგად, ვერის პარკი დღეს აერთიანებს ისტორიულ მემკვიდრეობას, მწვანე სივრცეს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას.