https://sputnik-georgia.com/20251107/sazogadoeba-unda-iyos-obieqturi-xelisuflebis-mimart-prezidenti-295696689.html
საზოგადოება უნდა იყოს ობიექტური ხელისუფლების მიმართ - პრეზიდენტი
საზოგადოება უნდა იყოს ობიექტური ხელისუფლების მიმართ - პრეზიდენტი
Sputnik საქართველო
რიგი ადამიანებისა არიან დეზინფორმაციის ან ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ მსხვერპლშეწირვას თავისდა საზიანოდ, განაცხადა პრეზიდენტმა 07.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-07T21:16+0400
2025-11-07T21:16+0400
2025-11-08T00:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:491:1200:1166_1920x0_80_0_0_ca87e25c6d2c18abcbf9621e58a4e0ef.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საზოგადოება სამართლიანი უნდა იყოს მთავრობის შეფასებისას და არ გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე იქნა მიღებული. საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში მან განაცხადა, რომ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, შეჩერებულია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის რიგ პროექტებში უსაფრთხოებასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მომიტინგეები მოითხოვენ ევროინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებას, რომლებსაც მომიტინგეები „პოლიტპატიმრებად“ მიიჩნევენ.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/09/05/294799393_0:378:1200:1278_1920x0_80_0_0_a61c7cbfbbddf1ed15e80423337876a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი
საზოგადოება უნდა იყოს ობიექტური ხელისუფლების მიმართ - პრეზიდენტი
21:16 07.11.2025 (განახლებულია: 00:17 08.11.2025) რიგი ადამიანებისა არიან დეზინფორმაციის ან ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ მსხვერპლშეწირვას თავისდა საზიანოდ, განაცხადა პრეზიდენტმა
თბილისი, 7 ნოემბერი - Sputnik. საზოგადოება სამართლიანი უნდა იყოს მთავრობის შეფასებისას და არ გახდეს დეზინფორმაციის მსხვერპლი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა.
ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე იქნა მიღებული. საგარეო საქმეთა სამინისტროსადმი გაგზავნილ წერილში მან განაცხადა, რომ 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების შესაბამისად, შეჩერებულია საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის რიგ პროექტებში უსაფრთხოებასა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.
„ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მოუსმინოს ხელისუფლებას და რეალურად შეაფასოს. არავინ არ სთხოვს იმ საზოგადოებას, რომ გინდა თუ არა მომხრე იყავი ამ ხელისუფლების, მაგრამ რეალობის აღქმა, სამართლიანობის განცდა, შენი სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება უნდა გქონდეს და შეფასებაში იყო ობიექტური, ვინ რა განცხადებას აკეთებს. გული გვწყდება, რომ რიგი ადამიანებისა არიან დეზინფორმაციის ან ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ მსხვერპლშეწირვას თავისდა საზიანოდ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
2024 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მომიტინგეები მოითხოვენ ევროინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებას, რომლებსაც მომიტინგეები „პოლიტპატიმრებად“ მიიჩნევენ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია, იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, მიმდინარე წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება.