https://sputnik-georgia.com/20251107/sabavsvo-evrovizia-2025-ra-simrerit-wardgeba-konkursze-saqartvelo-295688268.html
საბავშვო ევროვიზია 2025: რა სიმღერით წარდგება კონკურსზე საქართველო
საბავშვო ევროვიზია 2025: რა სიმღერით წარდგება კონკურსზე საქართველო
Sputnik საქართველო
გასულ წელს "საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოიგო. 07.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-07T15:39+0400
2025-11-07T15:39+0400
2025-11-07T15:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
ევროვიზია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/02/295635669_0:86:2048:1238_1920x0_80_0_0_9465870d3feb09da8e8336b4d5f34e5e.jpg
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე "საბავშვო ევროვიზია 2025" საქართველოს წარმომადგენელი ანიტა აბგარიანი შეასრულებს სიმღერას Shine like a star. საქართველო "საბავშვო ევროვიზიას" უკვე მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიება 13 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს "საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოიგო. მან 239 ქულით ქვეყანას მეოთხე გამარჯვება მოუტანა. აღნიშნული შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენი გახდა. 11 წლის ანიტა აბგარიანი საბავშვო ვოკალური კონკურს "რანინას" მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია და შესაბამისად, ის წარადგენს საქართველოს "საბავშვო ევროვიზიაზე". ზედიზედ მერვე წელია "საბავშვო ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს "პირველი არხის" პროექტ "რანინაზე" ირჩევენ. საკონკურსო სიმღერა Shine like a star კომპოზიტორ გიგა კუხიანიაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ "ქენდის" ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფმა "ქენდიმ" საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა). გადაღებები უფლისციხეში მიმდინარეობდა. ანიტა აბგარიანს ვიდეოში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი უწევს თანხლებას. თბილისში პირველად კონკურსი 2017 წელს ჩატარდა. საქართველო "საბავშვო ევროვიზიაში" 2007 წლიდან მონაწილეობს და კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული – 2008, 2011, 2016 და 2024 წლებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/02/295635669_53:0:1873:1365_1920x0_80_0_0_305f5d1e1f402e16fd90a1201d3c416a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ევროვიზია
ახალი ამბები, საქართველო, ევროვიზია
საბავშვო ევროვიზია 2025: რა სიმღერით წარდგება კონკურსზე საქართველო
გასულ წელს "საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოიგო.
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. პრესტიჟულ მუსიკალურ კონკურსზე "საბავშვო ევროვიზია 2025" საქართველოს წარმომადგენელი ანიტა აბგარიანი შეასრულებს სიმღერას Shine like a star.
საქართველო "საბავშვო ევროვიზიას" უკვე მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიება 13 დეკემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდება. გასულ წელს "საბავშვო ევროვიზია" საქართველოს წარმომადგენელმა, 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ მოიგო. მან 239 ქულით ქვეყანას მეოთხე გამარჯვება მოუტანა. აღნიშნული შედეგით საქართველო კონკურსის რეკორდსმენი გახდა.
11 წლის ანიტა აბგარიანი საბავშვო ვოკალური კონკურს "რანინას" მეშვიდე სეზონის გამარჯვებულია და შესაბამისად, ის წარადგენს საქართველოს "საბავშვო ევროვიზიაზე". ზედიზედ მერვე წელია "საბავშვო ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს "პირველი არხის" პროექტ "რანინაზე" ირჩევენ.
საკონკურსო სიმღერა Shine like a star კომპოზიტორ გიგა კუხიანიაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად ტექსტზე მარიამ ღვალაძემ იმუშავა, რომელიც ჯგუფ "ქენდის" ერთ-ერთი მონაწილეა (ჯგუფმა "ქენდიმ" საქართველოს საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება 2011 წელს მოუტანა).
გადაღებები უფლისციხეში მიმდინარეობდა. ანიტა აბგარიანს ვიდეოში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედის ორკესტრი უწევს თანხლებას.
თბილისში პირველად კონკურსი 2017 წელს ჩატარდა. საქართველო "საბავშვო ევროვიზიაში" 2007 წლიდან მონაწილეობს და კონკურსის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც ოთხჯერ აქვს კონკურსი მოგებული – 2008, 2011, 2016 და 2024 წლებში.