https://sputnik-georgia.com/20251106/tbilisis-meria-samgoris-sabagiros-ardgenaze-musaobas-iwyebs-295680147.html
თბილისის მერია სამგორის საბაგიროს აღდგენაზე მუშაობას იწყებს
თბილისის მერია სამგორის საბაგიროს აღდგენაზე მუშაობას იწყებს
Sputnik საქართველო
სამგორის საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის შედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა. 06.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-06T19:49+0400
2025-11-06T19:49+0400
2025-11-06T19:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282746738_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_8d4a32151ade557e01146dd818ffb0c6.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. სამგორის საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის შედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა. თბილისის მერის თქმით, ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება და დაუყოვნებლივ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. მერიაში ვარაუდობენ, რომ პროექტის განხორციელება დაახლოებით 1,5 – 2 წელიწადში იქნება შესაძლებელი.როგორც კალაძემ განმარტა, დღეისთვის ძველი საბაგირო გზის საინჟინრო დაშენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარება ძალიან მძიმეა. მერიამ ჩაატარა შესაბამისი კვლევები და დაადგინა, რომ არსებული ნაგებობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რასაც უწყება აუცილებლად გააკეთებს. „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვაზისუბნის დასახლებაში მოსახლეობის ზრდის, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმავე დერეფანში განხორციელდეს ახალი, თანამედროვე საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერმეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ "სამგორამდე", – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საბაგირო ჩაერთვება ერთიან სატრანსპორტოქსელში და მეტროს მოძრაობის გრაფიკის ანალოგიურად მოემსახურება მოსახლეობას. „დედაქალაქის ლანდშაფტის გათვალისწინებით, საბაგირო გზების განვითარება და მშენებლობა, წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაზედაც არაერთხელ განვაცხადეთ. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა, ანალოგიური პროექტების განხორციელება. საუბარია "სარაჯიშვილი-ზღვის უბნისა" და "ისანი-ვაზისუბნის" დამაკავშირებელი საბაგირო გზების მშენებლობაზე", – აღნიშნა თბილისის მერმა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ საბაგირო გზის მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1c/282746738_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_e27420a5f1de9b80f6a78cfd3bcd0c84.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
თბილისის მერია სამგორის საბაგიროს აღდგენაზე მუშაობას იწყებს
სამგორის საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის შედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით ბაზრის კვლევა გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
სამგორის საბაგირო გზა ჯერ კიდევ 1986 წელს აშენდა, მაგრამ არასათანადო მოვლისა და ექსპლუატაციის შედეგად, საბაგირო გზის ფუნქციონირება 2006 წლიდან შეჩერდა.
„დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება იწყება. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" უკვე გამოაცხადა ბაზრის კვლევა სამგორის რაიონში არსებული ძველი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია/მშენებლობის(არსებული მარშრუტის შენარჩუნებით) საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა დასამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების ე.წ. Design-Build მეთოდით შესყიდვის მიზნით", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მომზადდება და დაუყოვნებლივ გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. მერიაში ვარაუდობენ, რომ პროექტის განხორციელება დაახლოებით 1,5 – 2 წელიწადში იქნება შესაძლებელი.
როგორც კალაძემ განმარტა, დღეისთვის ძველი საბაგირო გზის საინჟინრო დაშენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარება ძალიან მძიმეა. მერიამ ჩაატარა შესაბამისი კვლევები და დაადგინა, რომ არსებული ნაგებობების დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რასაც უწყება აუცილებლად გააკეთებს.
„ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და ვაზისუბნის დასახლებაში მოსახლეობის ზრდის, მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და მგზავრობის დროის მნიშვნელოვნად შემცირების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, იმავე დერეფანში განხორციელდეს ახალი, თანამედროვე საბაგირო გზის მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მინიმუმ 3-ჯერმეტი მგზავრის (არანაკლებ 1 250 მგზავრი/საათში) უმოკლეს ვადაში მიყვანას მეტროსადგურ "სამგორამდე", – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საბაგირო ჩაერთვება ერთიან სატრანსპორტოქსელში და მეტროს მოძრაობის გრაფიკის ანალოგიურად მოემსახურება მოსახლეობას.
„დედაქალაქის ლანდშაფტის გათვალისწინებით, საბაგირო გზების განვითარება და მშენებლობა, წარმოადგენს სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რაზედაც არაერთხელ განვაცხადეთ. ეტაპობრივად გაგრძელდება სხვა, ანალოგიური პროექტების განხორციელება. საუბარია "სარაჯიშვილი-ზღვის უბნისა" და "ისანი-ვაზისუბნის" დამაკავშირებელი საბაგირო გზების მშენებლობაზე", – აღნიშნა თბილისის მერმა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ საბაგირო გზის მშენებლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების თვალსაზრისით.