თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 06.11.2025
გამოწერა
კახა აბულაძე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა 2023 წლის ოქტომბრიდან ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტური ერთი თვის წინ მას შემდეგ გახდა, რაც კახა კალაძემ სააგენტოს ხელმძღვანელი კახა აბულაძე თავის მოადგილედ დანიშნა.
„მინდა, გურამ ოქროპირიძეს წარმატებები ვუსურო. საკმაოდ საპასუხისმგებლო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ბაგა-ბაღების გამართული მუშაობა, რადგან საქმე ეხება ჩვენს პატარებს. არაერთხელ მითქვამს, რომ თითოეულ დეტალს ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. შესაბამისად, ამ დამოკიდებულების გაგრძელება და კიდევ უფრო გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია", – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ბაღების მიმართულებით მომდევნო წლებში კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება.
მერიის ინფორმაციით, გურამ ოქროპირიძეს გავლილი აქვს შპაიერის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეშვეობით ხორციელდება.
რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, ოქროპირიძე 2021 წლიდან იყო თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. მანამდე მუშაობდა კერძო სექტორში.
ყველა ახალი ამბავი
0