https://sputnik-georgia.com/20251106/kinomcodne-giorgi-dolize-gardaicvala-295678296.html
კინომცოდნე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა
კინომცოდნე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
კინოკრიტიკოსს 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ. 06.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-06T19:11+0400
2025-11-06T19:11+0400
2025-11-06T19:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_0:190:2966:1858_1920x0_80_0_0_a77651c37d83d2dce81fe4ef42a3237d.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. მათივე ცნობით, გოგი დოლიძეს 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ. „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინომცოდნის, კინოკრიტიკოსის, ლიტერატორის, უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, პროფესორ გოგი დოლიძის გარდაცვალების გამო. უნივერსიტეტი უდიდესი გულისტკივილით უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს. გოგი დოლიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. გიორგი დოლიძემ 1959 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და ფრანგული ენების ფაკულტეტი. 1961-1970 წლებში მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992-2005 წლებში ამავე ინსტიტუტის პრორექტორი იყო. მისი რეჟისორობით 1981-1987 აღდგენილია 18 ძველი ქართული მხატვრული ფილმი, მათ შორის ალექსანდრე წუწუნავას "ორი მონადირე", "ხანუმა", კოტე მარჯანიშვილის "ამოკი", "კრაზანა", "კომუნარის ჩიბუხი"; მიხეილ ჭიაურელის "საბა"; დავით რონდელის "უგუბზიარა"; მიხეილ გელოვანის "ნამდვილი კავკასიელი"; ორად ორი შემორჩენილი ფილმი ლადო ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით: "შურისმაძიებელი ღმერთი" და "ორლოვების ოჯახის სირცხვილი". გიორგი დოლიძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და კრიტიკული წერილები ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. ნათარგმნი აქვს მარკ ტვენის "იუმორისტული მოთხრობები და პამფლეტები", მაინ რიდის "ოკეანეში დაკარგული" და სხვა. გიორგი დოლიძე იყო ნ. ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 2005 წლიდან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს "ჩოხოსან რაინდთა დასის" გამგეობის თავმჯდომარე და საზოგადოების ჟურნალ "რაინდის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი. 2012 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გიორგი დოლიძის წიგნის "ვასილ ამაშუკელი – კავკასიური კინოს პიონერი" პრეზენტაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24400/41/244004142_118:0:2849:2048_1920x0_80_0_0_6b787b19b867aef8f1fc9dce77020870.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
კინომცოდნე გიორგი დოლიძე გარდაიცვალა
კინოკრიტიკოსს 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. კინომცოდნე, კინოკრიტიკოსი, კინორეჟისორი, ლიტერატორი, ჟურნალისტი, პროფესორი გიორგი (გოგი) დოლიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მათივე ცნობით, გოგი დოლიძეს 9 ნოემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
„საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინომცოდნის, კინოკრიტიკოსის, ლიტერატორის, უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგის, პროფესორ გოგი დოლიძის გარდაცვალების გამო. უნივერსიტეტი უდიდესი გულისტკივილით უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებსა და კოლეგებს. გოგი დოლიძის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი დოლიძემ 1959 დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური და ფრანგული ენების ფაკულტეტი. 1961-1970 წლებში მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. 1970 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1992-2005 წლებში ამავე ინსტიტუტის პრორექტორი იყო.
მისი რეჟისორობით 1981-1987 აღდგენილია 18 ძველი ქართული მხატვრული ფილმი, მათ შორის ალექსანდრე წუწუნავას "ორი მონადირე", "ხანუმა", კოტე მარჯანიშვილის "ამოკი", "კრაზანა", "კომუნარის ჩიბუხი"; მიხეილ ჭიაურელის "საბა"; დავით რონდელის "უგუბზიარა"; მიხეილ გელოვანის "ნამდვილი კავკასიელი"; ორად ორი შემორჩენილი ფილმი ლადო ალექსი-მესხიშვილის მონაწილეობით: "შურისმაძიებელი ღმერთი" და "ორლოვების ოჯახის სირცხვილი".
გიორგი დოლიძეს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო და კრიტიკული წერილები ქართული კინოს ისტორიის საკითხებზე. ნათარგმნი აქვს მარკ ტვენის "იუმორისტული მოთხრობები და პამფლეტები", მაინ რიდის "ოკეანეში დაკარგული" და სხვა.
გიორგი დოლიძე იყო ნ. ნიკოლაძის სახელობის პრემიის ლაურეატი.
2005 წლიდან იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს "ჩოხოსან რაინდთა დასის" გამგეობის თავმჯდომარე და საზოგადოების ჟურნალ "რაინდის" გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.
2012 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა გიორგი დოლიძის წიგნის "ვასილ ამაშუკელი – კავკასიური კინოს პიონერი" პრეზენტაცია.