https://sputnik-georgia.com/20251106/energoombudsmenma-mxutavi-airit-mowamvlis-mtavari-mizezebi-daasaxela-295674833.html
საქართველოს ენერგოომბუდსმენმა მხუთავი აირით მოწამვლის მთავარი მიზეზები დაასახელა
საქართველოს ენერგოომბუდსმენმა მხუთავი აირით მოწამვლის მთავარი მიზეზები დაასახელა
Sputnik საქართველო
გათბობის სეზონის მოახლოებასთან ერთდ საქართველოში მხუთავი აირით მოწამვლის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. 06.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-06T12:19+0400
2025-11-06T12:19+0400
2025-11-06T12:19+0400
ახალი ამბები
საქართველო
ენერგეტიკა
საქართველოს ენერგეტიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24493/28/244932878_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_717ec8e81b62077039d2b0668dc87519.jpg
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ნახშირჟანგით მოწამვლით გამოწვეული უბედური შემთხვევების უმეტესობა გაქირავებულ ბინებში ხდება, ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა.გათბობის სეზონის მოახლოებასთან ერთდ საქართველოში მხუთავი აირით მოწამვლის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება.მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა უმნიშვნელოდ არის შემცირებული.„თუ წინა წლებთან შედარებით სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, კონკრეტულად უბედური შემთხვევების რაოდენობას, ეს ციფრი ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. ეს ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ შემოწმებების შედეგად, როდესაც მომხმარებელთან გარკვეული ტიპის დანადგარი ჩაიხსნა, ასევე მომხმარებელს მიეცა ინფორმაცია, რომ ქსელი საჭიროებდა გადაკეთებას ან სხვაგვარ მოწყობას, ამ ინფორმაციას დაეთანხმნენ და ცვლილებები განახორციელეს“, - განაცხადა გულეიშვილმა.გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე წლებია, აღარ მოქმედებს ცენტრალური გათბობა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- და გაზის გამათბობლებით სარგებლობს. ხშირად ეს კუსტარული დანადგარებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24493/28/244932878_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_15a59d42d73f152e2b9dce0e498451da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ენერგეტიკა, საქართველოს ენერგეტიკა, საზოგადოება
საქართველოს ენერგოომბუდსმენმა მხუთავი აირით მოწამვლის მთავარი მიზეზები დაასახელა
გათბობის სეზონის მოახლოებასთან ერთდ საქართველოში მხუთავი აირით მოწამვლის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება.
თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ნახშირჟანგით მოწამვლით გამოწვეული უბედური შემთხვევების უმეტესობა გაქირავებულ ბინებში ხდება, ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა განაცხადა.
გათბობის სეზონის მოახლოებასთან ერთდ საქართველოში მხუთავი აირით მოწამვლის თემა სულ უფრო აქტუალური ხდება.
„ყველაზე დიდი რისკი მაინც არის გაქირავებულ ბინებში. სამწუხაროდ, ხშირად, გაქირავებულ ბინაში კუსტარულად არის მოწყობილი ქსელი, ან ისეთი დანადგარი, რომელი სტანდარტებს არ შეესაბამება. ყველაზე ხშირი შემთხვევა გაქირავებულ ბინებზე მოდის. კომპანიამ გვაჩვენა ციფრი და დარღვევების აღმოჩენის 80% მოდის ასეთ ბინებზე“, - განაცხადა გულეიშვილმა.
მისი თქმით, წინა წლებთან შედარებით, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა უმნიშვნელოდ არის შემცირებული.
„თუ წინა წლებთან შედარებით სტატისტიკას გადავავლებთ თვალს, კონკრეტულად უბედური შემთხვევების რაოდენობას, ეს ციფრი ბევრად უფრო შემცირებულია წინა წლებთან შედარებით. ეს ზუსტად იმის დამსახურებაა, რომ შემოწმებების შედეგად, როდესაც მომხმარებელთან გარკვეული ტიპის დანადგარი ჩაიხსნა, ასევე მომხმარებელს მიეცა ინფორმაცია, რომ ქსელი საჭიროებდა გადაკეთებას ან სხვაგვარ მოწყობას, ამ ინფორმაციას დაეთანხმნენ და ცვლილებები განახორციელეს“, - განაცხადა გულეიშვილმა.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე წლებია, აღარ მოქმედებს ცენტრალური გათბობა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- და გაზის გამათბობლებით სარგებლობს. ხშირად ეს კუსტარული დანადგარებია.