https://sputnik-georgia.com/20251105/saqartvelo-da-saudis-arabeti-tanashromlobas-agrmaveben-295666245.html
საქართველო და საუდის არაბეთი თანამშრომლობას აღრმავებენ
საქართველო და საუდის არაბეთი თანამშრომლობას აღრმავებენ
Sputnik საქართველო
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის... 05.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-05T16:00+0400
2025-11-05T16:00+0400
2025-11-05T16:00+0400
საქართველო
საუდის არაბეთი
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/05/295663068_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_516f4dadcae4b0848853941427415422.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა საუდის არაბეთის კოლეგა-პარლამენტარებთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის ერ-რიადში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.ქართული დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ერ-რიადში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალი ალ-აქლასთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე საუდის არაბეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან.ქართულმა მხარემ საუდის არაბეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოების რეგიონალურ გამოწვევებზე, ასევე იმ ეკონომიკურ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.თავის მხრივ, საუდის არაბეთის პარლამენტის წევრებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებსა და 2030 წლის ხედვაზე ისაუბრეს. „შეხვედრისას საინფორმაციო ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროებში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს", - აღნიშნულია განცხადებაში.ქართველმა კანონმდებლებმა კოლეგა-პარლამენტარები ვიზიტით თბილისში მოიწვიეს.ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა , სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ვიქტორ სანიკიძე.საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/05/295663068_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6bab032a8b60396df28bbf03c239f8f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საუდის არაბეთი , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო და საუდის არაბეთი თანამშრომლობას აღრმავებენ
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განიხილეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლებმა საუდის არაბეთის კოლეგა-პარლამენტარებთან შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს დელეგაციის ერ-რიადში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ქართული დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით ერ-რიადში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საუდის არაბეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალი ალ-აქლასთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე საუდის არაბეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და წევრებთან.
„შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის პოლიტიკური ურთიერთობები მაღალ დონეზეა, თუმცა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ქართულმა მხარემ საუდის არაბეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია უსაფრთხოების რეგიონალურ გამოწვევებზე, ასევე იმ ეკონომიკურ პროგრესზე, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.
თავის მხრივ, საუდის არაბეთის პარლამენტის წევრებმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ დაგეგმილ რეფორმებსა და 2030 წლის ხედვაზე ისაუბრეს.
„შეხვედრისას საინფორმაციო ტექნოლოგიების, განახლებადი ენერგიებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობის სფეროებში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე ისაუბრეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ქართველმა კანონმდებლებმა კოლეგა-პარლამენტარები ვიზიტით თბილისში მოიწვიეს.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი, საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ თურნავა , სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე და საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ვიქტორ სანიკიძე.
საქართველომ და საუდის არაბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 27 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროებში.
საუდის არაბეთის საელჩო საქართველოში 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. ერ-რიადში საქართველოს საელჩო 2014 წელს გაიხსნა.