https://sputnik-georgia.com/20251105/putinma-uwyebebs-daavala-sheiswavlon-birtvuli-iaragis-gamocdis-dawyebis-shesazlebloba-295673782.html
პუტინმა უწყებებს დაავალა შეისწავლონ ბირთვული იარაღის გამოცდის დაწყების შესაძლებლობა
პუტინმა უწყებებს დაავალა შეისწავლონ ბირთვული იარაღის გამოცდის დაწყების შესაძლებლობა
Sputnik საქართველო
პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები იყო 05.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-05T21:49+0400
2025-11-05T21:49+0400
2025-11-05T21:49+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/05/295672959_0:51:1880:1109_1920x0_80_0_0_b2b2cffc729ed2a8ba87a3b41f6f4da4.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან ოპერატიულ თათბირზე განაცხადა, რომ რუსეთი იცავს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა, იძულებული იქნება ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, თუ ხელშეკრულების სხვა მონაწილეები დაიწყებენ მსგავს ცდებს, იუწყება РИА Новости.სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის მკაცრად იცავდა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არ აპირებს მისგან გადახვევას.პრეზიდენტმა დაავალა სამინისტროებსა და სპეცსამსახურებს, შეისწავლონ ბირთვული იარაღის გამოცდის დაწყების შესაძლებლობა.„ვავალებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სპეციალურ სამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე, ჩაატარონ მისი ანალიზი და წარმოადგინონ წინადადებები ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მომზადების შესაძლო დაწყების შესახებ“, – განაცხადა პუტინმა.პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები იყო.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/05/295672959_167:0:1714:1160_1920x0_80_0_0_d9cc04532e2a1d4b3a5ffc298e0ee9cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, აშშ , ახალი ამბები
პუტინმა უწყებებს დაავალა შეისწავლონ ბირთვული იარაღის გამოცდის დაწყების შესაძლებლობა
პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები იყო
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან ოპერატიულ თათბირზე განაცხადა, რომ რუსეთი იცავს ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, თუმცა, იძულებული იქნება ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, თუ ხელშეკრულების სხვა მონაწილეები დაიწყებენ მსგავს ცდებს, იუწყება
РИА Новости.
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის მკაცრად იცავდა აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და არ აპირებს მისგან გადახვევას.
„ჯერ კიდევ 2023 წელს ვთქვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ან შესაბამისი ხელშეკრულების სხვა მონაწილე სახელმწიფოები ჩაატარებენ მსგავს ცდებს, მაშინ რუსეთიც ვალდებული იქნება, შესაბამისი ადეკვატური საპასუხო ზომები მიიღოს“, – აღნიშნა პუტინმა.
პრეზიდენტმა დაავალა სამინისტროებსა და სპეცსამსახურებს, შეისწავლონ ბირთვული იარაღის გამოცდის დაწყების შესაძლებლობა.
„ვავალებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, სპეციალურ სამსახურებსა და შესაბამის სამოქალაქო უწყებებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა შეაგროვონ დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხზე, ჩაატარონ მისი ანალიზი და წარმოადგინონ წინადადებები ბირთვული იარაღის გამოცდისთვის მომზადების შესაძლო დაწყების შესახებ“, – განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები იყო.