https://sputnik-georgia.com/20251105/etiketirebis-wesis-dargvevis-paqtebi-gamoavlines-295662272.html
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს სავაჭრო ქსელებში 334 ვადაგასული სურსათის შემთხვევაა გამოვლენილი. 05.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-05T13:13+0400
2025-11-05T13:13+0400
2025-11-05T13:13+0400
საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818104_0:0:3116:1753_1920x0_80_0_0_885a189dfb468d08e7c04a4e12d39343.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ სურსათზე განთავსებული ეტიკეტის შესაბამისობას კანონმდებლობასთან. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება სუპერმარკეტები, სასურსათო მაღაზიები, საზკვების ობიექტები, აგრარული ბაზრები. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის, იმპორტიორი. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს, სავაჭრო ქსელებში 334 ვადაგასული სურსათის შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის შემცველობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისგან შრიფტით, ფონით, სტილით ან ფერით. უწყება მოუწოდებს მოსახლეობას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დატოვოს შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15-01. ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში და 2019 წლიდან მოქმედებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818104_385:0:3116:2048_1920x0_80_0_0_616bb8859c01746f3c871d51ce9e729d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა
მიმდინარე წელს სავაჭრო ქსელებში 334 ვადაგასული სურსათის შემთხვევაა გამოვლენილი.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ სურსათზე განთავსებული ეტიკეტის შესაბამისობას კანონმდებლობასთან. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწმდება სუპერმარკეტები, სასურსათო მაღაზიები, საზკვების ობიექტები, აგრარული ბაზრები.
„განხორციელებული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წელს გამოვლინდა ეტიკეტირების წესის 770 სამართალდარღვევა. სააგენტომ ყველა მათგანზე გაატარა კანონით განსაზღვრული ზომები”, -ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის, იმპორტიორი.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენის დროს ყურადღებით გაეცნოს ეტიკეტზე განთავსებულ ინფორმაციას: ვარგისიანობის ვადებს, ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის შემცველობას, სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებას, საკვებდანამატების და არომატიზატორების შესახებ ინფორმაციას და ა.შ.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს, სავაჭრო ქსელებში 334 ვადაგასული სურსათის შემთხვევაა გამოვლენილი.
რაც შეეხება ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის შემცველობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისგან შრიფტით, ფონით, სტილით ან ფერით.
უწყება მოუწოდებს მოსახლეობას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დატოვოს შეტყობინება ცხელ ხაზზე - 15-01.
ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“ მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში და 2019 წლიდან მოქმედებს.