https://sputnik-georgia.com/20251105/erovnuli-banki-monetarul-politikis-ganakvets-ucvlelad-inarchunebs-295668793.html
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს
Sputnik საქართველო
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 17 დეკემბერს ჩატარდება. 05.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-05T19:00+0400
2025-11-05T19:00+0400
2025-11-05T19:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რეფინანსირების განაკვეთი, რომლის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის ბოლოდან უცვლელი რჩება და 8%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა და ამ დრომდე არ შეცვლილა.სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაცია დროებით მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება და 2025 წელს 4%-ის ფარგლებში იქნება.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ცნობით, მაღალი გლობალური გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციის რისკები, როგორც აღმავალი, ასევე კლებადი, კვლავ მნიშვნელოვანია.აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და დაასკვნა, რომ რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე დონეზე უნდა შენარჩუნდეს.„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც", - ნათქვამია განცხადებაში.მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 17 დეკემბერს ჩატარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად ინარჩუნებს
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 17 დეკემბერს ჩატარდება.
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რეფინანსირების განაკვეთი, რომლის მოცულობაზეც სესხებია დამოკიდებული, საქართველოში 2024 წლის გაზაფხულის ბოლოდან უცვლელი რჩება და 8%-ს შეადგენს, ნათქვამია ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი დიდი ხანი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ატარებდა. რეფინანსირების განაკვეთი, 13 თვის შემდეგ პირველად, 2023 წლის მაისში შემცირდა და 10,5%-ს გაუტოლდა. აგვისტოში განაკვეთი 10,25%-მდე, სექტემბერში – 10%-მდე, დეკემბერში 9,5%–მდე, 2024 წლის იანვარში 9%-მდე, მარტში - 8,25%-მდე, მაისში კი 8%-მდე შემცირდა და ამ დრომდე არ შეცვლილა.
„მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა", - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, ინფლაცია დროებით მიზნობრივ დონეზე მაღლა ნარჩუნდება და 2025 წელს 4%-ის ფარგლებში იქნება.
„მიმდინარე ცენტრალური პროგნოზით, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 4%-ის ფარგლებში იქნება, ხოლო 2026 წელს 3.5%-მდე შემცირდება. სხვა თანაბარ პირობებში, სურსათის ფასების ზრდას ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს და მისი ეფექტები ეტაპობრივად იწურება", - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ცნობით, მაღალი გლობალური გაურკვევლობის გათვალისწინებით, ინფლაციის რისკები, როგორც აღმავალი, ასევე კლებადი, კვლავ მნიშვნელოვანია.
აქედან გამომდინარე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და დაასკვნა, რომ რეფინანსირების განაკვეთი მიმდინარე დონეზე უნდა შენარჩუნდეს.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე მოქმედი ერთჯერადი ფაქტორების გავლენა გახანგრძლივდა, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შესანარჩუნებლად და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გასამკაცრებლადაც", - ნათქვამია განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 17 დეკემბერს ჩატარდება.