https://sputnik-georgia.com/20251105/ar-datobvot-samsheneblo-masalebi-295667472.html
„არ დატოვოთ სამშენებლო ნარჩენები“: „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მიმართავს
„არ დატოვოთ სამშენებლო ნარჩენები“: „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მიმართავს
Sputnik საქართველო
სამშენებლო ნარჩენებით ქალაქის ან მისი შემოგარენის დანაგვიანება ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. 05.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-05T17:36+0400
2025-11-05T17:36+0400
2025-11-05T17:36+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24369/99/243699997_0:0:3075:1731_1920x0_80_0_0_68c372f51729b1d1b9873d8ec92d3197.jpg
თბილისი, 5 ნოებმერი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გლდანის რაიონში სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. გზის ორივე მხარე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკის საშუალებით გაიწმინდა. მიმდინარე წლის თებერვალში არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით დედაქალაქში ახალი სერვისი ამოქმედდა. აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე – www.tgservice.ge და შეავსოს მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი (სამშენებლო-სარემონტო ნარჩენები, ძველი ავეჯი, მწვანე ნარჩენი და სხვ.) უნდა განათავსოს კორპუსის ეზოს ე.წ. წითელ ხაზებში ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე. „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით – 032 2 61 90 50. რაც შეეხება ჯარიმას სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ის 500 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ჯარიმა კი 30 ათას ლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24369/99/243699997_98:0:2829:2048_1920x0_80_0_0_41588b5eb7a2a296e22721c87bc3d49e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
„არ დატოვოთ სამშენებლო ნარჩენები“: „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მიმართავს
სამშენებლო ნარჩენებით ქალაქის ან მისი შემოგარენის დანაგვიანება ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
თბილისი, 5 ნოებმერი — Sputnik. „თბილსერვის ჯგუფი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის შემოგარენში უკანონოდ არ განათავსონ სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
საყოფაცხოვრებო ნარჩენისთვის განკუთვნილ კონტეინერებში ან მიმდებარედ სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსება დაუშვებელია. აღნიშნული სამართალდარღვევა ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გლდანის რაიონში სამშენებლო/ინერტული ნარჩენების განთავსების ობიექტის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. გზის ორივე მხარე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან სპეცტექნიკის საშუალებით გაიწმინდა.
„ქალაქის შემოგარენში, ქუჩებში სამშენებლო ნარჩენის განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს. ყოველდღიურად მოვუწოდებთ მოსახლეობას, კერძო კომპანიებს, ნუ დაარღვევთ კანონს, ერთად ვიზრუნოთ ამ ქალაქის სისუფთავეზე”, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.
მიმდინარე წლის თებერვალში არასაყოფაცხოვრებო ნარჩენის გატანის გამარტივების მიზნით დედაქალაქში ახალი სერვისი ამოქმედდა. აღნიშნული მომსახურების მისაღებად, მოქალაქე უნდა დარეგისტრირდეს ვებგვერდზე – www.tgservice.ge და შეავსოს მონაცემები. არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი (სამშენებლო-სარემონტო ნარჩენები, ძველი ავეჯი, მწვანე ნარჩენი და სხვ.) უნდა განათავსოს კორპუსის ეზოს ე.წ. წითელ ხაზებში ან თბილისური ეზოს შემთხვევაში, მხოლოდ ეზოს ტერიტორიაზე. „თბილსერვის ჯგუფი“ 72 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს ადგილიდან გატანას. ერთ კუბურ მეტრამდე ნარჩენის გატანის საფასური 9 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, აღნიშნული მომსახურების მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშეც, „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირებით – 032 2 61 90 50.
რაც შეეხება ჯარიმას სამშენებლო ნარჩენებით დანაგვიანებისთვის, ის 500 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ჯარიმა კი 30 ათას ლარს შეადგენს.