ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

© photo: Sputnik / Stringerხორცი
ხორცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2025
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მარნეულში ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სპეციალისტებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.
ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ მარნეულში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასადილოებში („საბირ ჩილდირლი“ და „ფამილ მაგაროვი“ ) გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან.
ბიზნეს-ოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0