https://sputnik-georgia.com/20251104/romeli-virusebi-cirkulirebs-qevkanashi-295655103.html
ამ ეტაპზე რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში? სპეციალისტის განმარტება
ამ ეტაპზე რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში? სპეციალისტის განმარტება
Sputnik საქართველო
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. 04.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-04T16:13+0400
2025-11-04T16:13+0400
2025-11-04T16:13+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საქართველოს ვირუსები უტევს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251879_0:138:3068:1865_1920x0_80_0_0_c8e0e433d0507f68fe0d4db4ab128e77.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, ამ ეტაპზე რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი ცირკულირებს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ. მედიკოსის განცხადებით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ჩხაიძის განმარტებით, ქვეყანაში ის ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება აქტიური. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია და ის, სავარაუდოდ, დეკემბერ-თებერვლის პერიოდს დაემთხვევა. გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება. ამ ეტაპზე საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს და ის ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1d/263251879_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_0674cd759f0097eca1fc12e8ea616111.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს ვირუსები უტევს , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, საქართველოს ვირუსები უტევს , საზოგადოება, ახალი ამბები
ამ ეტაპზე რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში? სპეციალისტის განმარტება
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა, ამ ეტაპზე რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი ცირკულირებს, განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
მედიკოსის განცხადებით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება.
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ჩხაიძის განმარტებით, ქვეყანაში ის ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება აქტიური.
„გრიპი ჯერ საქართველოში არ არის. თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა“, - განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია და ის, სავარაუდოდ, დეკემბერ-თებერვლის პერიოდს დაემთხვევა.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება.
ამ ეტაპზე საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს და ის ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 ათასი დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.