https://sputnik-georgia.com/20251104/qvrivishvili-eaglehills-mnishvnelovania-saqartvelostvis-295651363.html
ქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტს დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე
ქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტს დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე
Sputnik საქართველო
შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. 04.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-04T12:51+0400
2025-11-04T12:51+0400
2025-11-04T12:51+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საუდის არაბეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294264295_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_6ab3f1c7fea07c8223746e9a99422b99.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik.დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-ის პროექტს საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება, . დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტით ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აუცილებლად იამაყებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Eagle Hills-ის მასშტაბური პროექტის შეფასებისას. საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, რომელსაც 25 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა, საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გონიოსა და თბილისში, ასევე ეს იქნება განახლებული ბიძგი დეველოპერული და ტურიზმის სექტორისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და Eagle Hills-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 33%-იანი წილის საკითხზე.„პროექტი სრულად შეთანხმდება სახელმწიფოსთან და პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე, გათვალისწინებული იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, სახელმწიფო ფლობს 33%-ს ამ საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მფლობელია როგორც ქართული მიწების, ასევე იქნება თანამესაკუთრე იმ მნიშვნელოვანი დეველოპერული პროექტისა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით მილიონ დოლარს მოგების სახით დააგენერირებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში”, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.გარიგების დეტალებისაქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.ამ თანხებით კომპანია თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.
საქართველო
საუდის არაბეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/18/294264295_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_69f325764e1d981d2ac0d0fb81119d6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საუდის არაბეთი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საუდის არაბეთი , ახალი ამბები
ქვრივიშვილი: Eagle Hills-ის პროექტს დიდი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე
შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik.დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-ის პროექტს საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება, . დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტით ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აუცილებლად იამაყებს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Eagle Hills-ის მასშტაბური პროექტის შეფასებისას.
საქართველომ გააფორმა საინვესტიციო შეთანხმება უმსხვილეს არაბულ დეველოპერულ კომპანია Emaar Properties/Eagle Hills-თან და ასევე ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაცაც არაბი ინვესტორი თბილისსა და გონიოში დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს. შეთანხმების თანახმად, რომელსაც 25 ოქტომბერს ხელი მოაწერეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია Eagle Hills-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა, საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.
„ასეთი მსხვილი კორპორაციები და ინვესტორები თითოეული ქვეყნისთვის უდიდესი ღირებულების მომტანია. აღნიშნულმა ინვესტიციამ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი ძალიან გაზარდა, მათ შორის, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ეს არის ერთგვარი მესიჯი საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნება ათასობით ახალი სამუშაო ადგილი გონიოსა და თბილისში, ასევე ეს იქნება განახლებული ბიძგი დეველოპერული და ტურიზმის სექტორისთვის.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და Eagle Hills-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 33%-იანი წილის საკითხზე.
„პროექტი სრულად შეთანხმდება სახელმწიფოსთან და პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე, გათვალისწინებული იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, სახელმწიფო ფლობს 33%-ს ამ საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მფლობელია როგორც ქართული მიწების, ასევე იქნება თანამესაკუთრე იმ მნიშვნელოვანი დეველოპერული პროექტისა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით მილიონ დოლარს მოგების სახით დააგენერირებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში”, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
საქართველო Eagle Hills-ის 6,6 მილიარდიანი პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა. ამასთან, სახელმწიფო დარჩა თანამესაკუთრე მიწის, ისევე, როგორც პოტენციურად ასაშენებელი აქტივების. გარდა ამისა, სახელმწიფო არ მიიღებს მონაწილეობას კაპიტალის მოზიდვაში და რისკი ინვესტორის მხარეს იქნება.
ამ თანხებით კომპანია თბილისთან ახლოს, 590 ჰექტარ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი რაიონის მშენებლობას გეგმავს, ასევე გონიოს ჩრდილოეთით აშენდება ხელოვნური ყურე, იახტ-კლუბი და ახალი საცხოვრებელი რაიონი - 260 ჰექტარის მიწაზე.
Emaar Properties მრავალეროვნული დეველოპერული კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია მთელ მსოფლიოში 30 მილიარდ დოლარზე მეტის აქტივებს ფლობს და მუშაობს აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მრავალ ქვეყანაში.