პენსიონერს თანხა მოტყუებით გამოსძალა: პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

© AP Photo / Czarek Sokolowskiპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2025
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცმა თაღლითური გზით დაახლოებით 4 ათასი ევრო მიითვისა.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. პოლონელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელმაც თავი ბანკის წარმომადგენლად გაასაღა და პენსიონერს ფული გამოსძალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“ პოლონურ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის მამაკაცი დაზარალებულს ტელეფონით დაუკავშირდა, თავი ბანკის თანამშრომლად გააცნო და უთხრა, რომ მის ანგარიშზე არსებული თანხა საფრთხეში იყო და თანხის უსაფრთხო ანგარიშზე გადატანა შესთავაზა. ამ სქემით მან 18 ათასი ზლოტი (დაახლოებით 4 ათასი ევრო) მიითვისა.
საქართველოს მოქალაქე შემთხვევიდან მალევე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0