https://sputnik-georgia.com/20251104/kakasxidi-zekaris-monakvetis-reabilitacia-dasrulda-295656601.html
კაკასხიდი-ზეკარის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
კაკასხიდი-ზეკარის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
Sputnik საქართველო
კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია. 04.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-04T18:13+0400
2025-11-04T18:13+0400
2025-11-04T18:13+0400
საქართველო
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290070677_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_7314975dae00ffcb9cae1d2ab487e48d.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ბაღდათი-აბასთუმანის გზაზე კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების ცნობით, აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი, ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტყიან ზონაში გადის, ხოლო მეორე ნაწილი - ალპურ ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ ლარამდეა. ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია 2020 წელს დაიწყო. აღნიშნული გზა მოიცავს ბაღდათს, ნერგეეთს, წყალთაშუას, წაბლარისხევს, საირმეს და აბასთუმანს. მონაკვეთის სიგრძე 73,3 კმ-ია და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1 გვირაბისა და 8 ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/09/1a/290070677_256:0:1792:1152_1920x0_80_0_0_fc74cf933d45259c436c4afcdaa4ab29.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
კაკასხიდი-ზეკარის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა
კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია.
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ბაღდათი-აბასთუმანის გზაზე კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი (კმ17-კმ33) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული გზის ერთი მონაკვეთი, ფაქტობრივად, დაუსახლებელ ტყიან ზონაში გადის, ხოლო მეორე ნაწილი - ალპურ ზონაში. გზა ზღვის დონიდან საშუალოდ 1700-2100 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
„რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული იყო გზის სრული რეაბილიტაცია. კერძოდ, განხორციელდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, წყალგამტარი მილებისა და საყრდენი კედლების მოწყობა. ასევე, მოეწყო საგზაო ნიშნები და განხორციელდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კაკასხიდი-ზეკარის გზის 16 კმ-იანი მონაკვეთი ბაღდათი-აბასთუმნის გზის შემადგენელი ნაწილია. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 65 მლნ ლარამდეა.
ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია 2020 წელს დაიწყო. აღნიშნული გზა მოიცავს ბაღდათს, ნერგეეთს, წყალთაშუას, წაბლარისხევს, საირმეს და აბასთუმანს. მონაკვეთის სიგრძე 73,3 კმ-ია და პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 1 გვირაბისა და 8 ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაც.