https://sputnik-georgia.com/20251104/iano-alibegashvili-italiis-varskvlavis-kavaleris-ordenit-dajildovda-295655642.html
იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
Sputnik საქართველო
ალიბეგაშვილის დებიუტი მილანის La Scala-ს სცენაზე 1993 წელს შედგა 04.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-04T17:00+0400
2025-11-04T17:00+0400
2025-11-04T17:00+0400
საქართველო
კულტურა საქართველოში
იტალია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/04/295653549_0:202:1066:802_1920x0_80_0_0_21c1068996b4924c4bfd20d4ef94623d.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.ალიბეგაშვილს ჯილდო იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიური საოპერო ხელოვნების საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის მიანიჭა.ორდენი იანო ალიბეგაშვილს იტალიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ გადასცა.მანამდე, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იანო ალიბეგაშვილი კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით დააჯილდოვა.იანო ალიბეგაშვილი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალია (დრამატული სოპრანო). იგი 1990-იანი წლებიდან იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, სადაც იანო თამარის სახელით გამოდის. ალიბეგაშვილი 1963 წლის 15 ოქტომბერს ყაზბეგში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.მისი დებიუტი მილანის La Scala-ს სცენაზე 1993 წელს შედგა. ქართველი სოპრანო წლებია, მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე მრავალფეროვან რეპერტუარს წარმოადგენს და თანამშრომლობს სახელგანთქმულ დირიჟორებსა და მომღერლებთან.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/04/295653549_0:102:1066:902_1920x0_80_0_0_acebff18eb94e3e32a84a9101a3dc1bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კულტურა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კულტურა საქართველოში, იტალია , საზოგადოება, ახალი ამბები
იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა
ალიბეგაშვილის დებიუტი მილანის La Scala-ს სცენაზე 1993 წელს შედგა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. ქართველი საოპერო მომღერალი იანო ალიბეგაშვილი იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ალიბეგაშვილს ჯილდო იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ იტალიური საოპერო ხელოვნების საქართველოში გავრცელებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისა და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის მიანიჭა.
ორდენი იანო ალიბეგაშვილს იტალიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მასიმილიანო დ’ანტუონომ გადასცა.
მანამდე, კულტურის მინისტრ თინათინ რუხაძის ინიციატივითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა იანო ალიბეგაშვილი კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი – ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
იანო ალიბეგაშვილი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალია (დრამატული სოპრანო). იგი 1990-იანი წლებიდან იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, სადაც იანო თამარის სახელით გამოდის. ალიბეგაშვილი 1963 წლის 15 ოქტომბერს ყაზბეგში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
მისი დებიუტი მილანის La Scala-ს სცენაზე 1993 წელს შედგა. ქართველი სოპრანო წლებია, მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე მრავალფეროვან რეპერტუარს წარმოადგენს და თანამშრომლობს სახელგანთქმულ დირიჟორებსა და მომღერლებთან.