https://sputnik-georgia.com/20251104/bankebshi-depozitebis-moculoba-gaizarda-295640412.html
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
Sputnik საქართველო
სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6,94% შეადგინა 04.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-04T11:00+0400
2025-11-04T11:00+0400
2025-11-04T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი 
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ  2025 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით 65,56 მლრდ ლარი შეადგინა, რაც  2,58 მლრდ ლარით ანუ  4,09%-ით მეტია 1-ელი სექტემბრისთვის არსებულ  მაჩვენებელზე, ნათქვამია  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ  მასალებში.ანგარიშის  თანახმად, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი  დეპოზიტები გაიზარდა 1,18 მლრდ ლარით, ანუ 4%-ით, მოთხოვნამდე  დეპოზიტები კი 1,4 მლრდ ლარით, ანუ 4,17%-ით.სებ-ის  ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1-ელი  ოქტომბრის  მდგომარეობით 50,76% შეადგინა, რაც 0,58 პროცენტული პუნქტით  მეტია 1-ელი სექტემბრისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.სექტემბერში  ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო  განაკვეთმა 6,94% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებზე 9,25% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ  დეპოზიტებზე 2,66%.სექტემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.
საქართველო
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   2025
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
    https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
 media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
   საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა
სექტემბერში  ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო  განაკვეთმა 6,94% შეადგინა
თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ  2025 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით 65,56 მლრდ ლარი შეადგინა, რაც  2,58 მლრდ ლარით ანუ  4,09%-ით მეტია 1-ელი სექტემბრისთვის არსებულ  მაჩვენებელზე, ნათქვამია  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ  მასალებში.
ანგარიშის  თანახმად, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი  დეპოზიტები გაიზარდა 1,18 მლრდ ლარით, ანუ 4%-ით, მოთხოვნამდე  დეპოზიტები კი 1,4 მლრდ ლარით, ანუ 4,17%-ით.
სებ-ის  ცნობით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის 1-ელი  ოქტომბრის  მდგომარეობით 50,76% შეადგინა, რაც 0,58 პროცენტული პუნქტით  მეტია 1-ელი სექტემბრისთვის დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით.
სექტემბერში  ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო  განაკვეთმა 6,94% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებზე 9,25% , ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ  დეპოზიტებზე 2,66%.
სექტემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი მოქმედებდა, მათგან 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალი მონაწილოებით.