https://sputnik-georgia.com/20251103/tekla-ekaladzem-meore-adgili-daikava-295639321.html
თეკლა ეკალაძემ მუსიკალურ კონკურსში Ты супер! მეორე ადგილი დაიკავა
თეკლა ეკალაძემ მუსიკალურ კონკურსში Ты супер! მეორე ადგილი დაიკავა
Sputnik საქართველო
კონკურსის გამარჯვებული კირილ ტეპლიაკოვი გახდა, მესამე ადგილი დიანა საბილინამ დაიკავა. 03.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-03T10:33+0400
2025-11-03T10:33+0400
2025-11-03T12:37+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საბავშვო ვოკალური კონკურსი ты супер!"
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/03/295642300_0:102:854:582_1920x0_80_0_0_e3d42597847ab118bb57f9106bb36c36.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა, 15 წლის თეკლა ეკალაძემ მუსიკალური კონკურსის Ты супер!-ის ფინალში მეორე ადგილი დაიკავა.ფინალში თეკლამ სიმღერა I put a spell of you შეასრულა. კონკურსის გამარჯვებული კირილ ტეპლიაკოვი გახდა, მესამე ადგილი დიანა საბილინამ დაიკავა.ეს პოპულარულ შოუში თეკლას რიგით მეორე მონაწილეობაა. ექვსი წლის წინ მან აღნიშნულ პროექტში საკუთარი ძალები მოსინჯა, თუმცა, ფინალში ვერ მოხვდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მან შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“, რომლითაც არაერთი მაყურებლის გული მოიგო, შემდეგ კი ორიგინალურად წარმოადგინა სიმღერა „სულიკოს“ საკუთარი ინტერპრეტაცია.პროექტში 7-დან 18 წლამდე კონკურსანტები მონაწილეობენ, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ და ბავშვთა სახლებში, პანსიონებსა და მინდობით აღზრდის ოჯახებში ცხოვრობენ.თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ კი თავის ტვინის ანევრიზმით მის თვალწინ დედა დაიღუპა.საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება ტელეკომპანია НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მიერ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0b/03/295642300_0:96:854:738_1920x0_80_0_0_1d1d419fb518bad13ccdf04a36543844.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საბავშვო ვოკალური კონკურსი ты супер!", საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საბავშვო ვოკალური კონკურსი ты супер!", საზოგადოება, ახალი ამბები
თეკლა ეკალაძემ მუსიკალურ კონკურსში Ты супер! მეორე ადგილი დაიკავა
10:33 03.11.2025 (განახლებულია: 12:37 03.11.2025) კონკურსის გამარჯვებული კირილ ტეპლიაკოვი გახდა, მესამე ადგილი დიანა საბილინამ დაიკავა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს წარმომადგენელმა, 15 წლის თეკლა ეკალაძემ მუსიკალური კონკურსის Ты супер!-ის ფინალში მეორე ადგილი დაიკავა.
ფინალში თეკლამ სიმღერა I put a spell of you შეასრულა. კონკურსის გამარჯვებული კირილ ტეპლიაკოვი გახდა, მესამე ადგილი დიანა საბილინამ დაიკავა.
„აქ ორი აზრი არ არსებობს. ეს იყო ფანტასტიკური ნომერი! ისეთი თავშეკავებული, ისეთი ელეგანტური. მიყვარს, როცა ყველაფერი ასეთი ელეგანტური და გამორჩეულია. ჭკვიანი გოგონა ხარ, ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც საჭიროა", - განაცხადა თეკლას გამოსვლის შემდეგ დიანა არბენინამ.
ეს პოპულარულ შოუში თეკლას რიგით მეორე მონაწილეობაა. ექვსი წლის წინ მან აღნიშნულ პროექტში საკუთარი ძალები მოსინჯა, თუმცა, ფინალში ვერ მოხვდა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე მან შეასრულა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ“, რომლითაც არაერთი მაყურებლის გული მოიგო, შემდეგ კი ორიგინალურად წარმოადგინა სიმღერა „სულიკოს“ საკუთარი ინტერპრეტაცია.
პროექტში 7-დან 18 წლამდე კონკურსანტები მონაწილეობენ, რომლებიც მშობლების მზრუნველობის გარეშე დარჩნენ და ბავშვთა სახლებში, პანსიონებსა და მინდობით აღზრდის ოჯახებში ცხოვრობენ.
თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა. სამი წლის ასაკში დაკარგა მამა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ კი თავის ტვინის ანევრიზმით მის თვალწინ დედა დაიღუპა.
საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება ტელეკომპანია НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მიერ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით.