სასამართლომ ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა

© photo: Sputnik / Stringerელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2025
გამოწერა
პოლიტიკოსი საპატიმრო დაწესებულების დატოვებას გირაოს გადახდის შემდგომ შეძლებდა, თუმცა ელენე ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერი, ოპოზიციური პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია პატიმრობაში დატოვა.
სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია 15 სექტემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების მიზეზი გახდა „ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, თბილისის მოქმედი მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება. მას ბრალდება სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც ერთიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოშტარიას ამ საქმეზე 5 ათასი ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც დადგენილი ვადაში არ გადაიხადა. როგორც მოსამართლე ნატო ხუჯაძემ აღნიშნა, გირაოს თანხა არ არის გადახდილი, შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიებით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა.
რაც შეეხება თავად ხოშტარიას, იგი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო.
ყველა ახალი ამბავი
0