რამდენი უცხოელი ეწვია საქართველოს - ახალი მონაცემები

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2025
გამოწერა
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოს 3 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ პირთა ვიზიტების რიცხვმა 2,5 მლნ შეადგინა, რაც 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემზე6,8%-ით მეტია.
ტურისტული ვიზიტების რიცხვი 9%-ით გაიზარდა და 2 მილიონი შეადგინა.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა.
ყველაზე მეტი ტურისტი მესამე კვარტალში ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 6,3 ღამეს ატარებდნენ.
ვიზიტორთა უმეტესობა რუსეთიდან იყო - 567,1 ათასი, რაც ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 26,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის თურქეთი (16,5%) და სომხეთი (11,8%).
რუსეთის მოქალაქეებმა, ჯამში, 664,6 ათასი ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 430 ათასი, სომხეთიდან – 329,3 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 6,2 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 8,6%–ით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებთან შედარებით. ხარჯები ერთ ვიზიტზე 1,7%–ით გაიზარდა და 2 467,5 ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0