https://sputnik-georgia.com/20251103/bolnisshi-xetyis-ukanono-chris-paqti-gamovlinda-295640749.html
ბოლნისში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
ბოლნისში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლიდან უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. 03.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-03T13:37+0400
2025-11-03T13:37+0400
2025-11-03T13:37+0400
საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_0:45:1920:1125_1920x0_80_0_0_ab98bbf2c28c679e2c9d550651ef987e.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. უწყების ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა რცხილას სახეობის ოთხ კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა. სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კანონდარღვევა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოავლინეს.ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში".ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის კახა ცერცვაძის განცხადებით, ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების ეფექტიანად გასატარებლად, ეროვნული სატყეო სააგენტო აღჭურვილია საჭირო ტექნიკით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/06/261845684_213:0:1920:1280_1920x0_80_0_0_791df01e41fc8c15445a65238b979dbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
ბოლნისში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
საქართველოს ხელისუფლებამ 2018 წლიდან უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ბოლნისში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა რცხილას სახეობის ოთხ კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებასაც მაღალი გამავლობის ავტომობილით ახორციელებდა.
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა კანონდარღვევა ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებული ფოტოხაფანგის მეშვეობით გამოავლინეს.
ავტოსატრანსპორტო საშუალება დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული ხეტყე, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ბოლნისის „საქმიან ეზოში".
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის კახა ცერცვაძის განცხადებით, ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების ეფექტიანად გასატარებლად, ეროვნული სატყეო სააგენტო აღჭურვილია საჭირო ტექნიკით და ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
„რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, სააგენტომ შეიძინა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა, ათი დრონი, 750 ფოტოხაფანგი და სამხრე კამერები, რაც ტყეზე კონტროლის გაძლიერებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.