ბოჭორიშვილი: ფასდაუდებელია დიპლომატების ერთგულება ქვეყნის ინტერესების დაცვაში

© Government of Georgiaმაკა ბოჭორიშვილი
მაკა ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.11.2025
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ქართველ დიპლომატებს ერთგულებისა და შემართებისთვის.
თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. დღეს განსაკუთრებული პატივისცემით ვიხსენებთ სულხან-საბა ორბელიანს — ქართული დიპლომატიის სიმბოლოს, რომლის სამშობლოსადმი უსაზღვრო ერთგულებამ საუკუნეების წინ დასაბამი მისცა იმ გზას, რომელსაც დღეს ღირსეულად აგრძელებენ თანამედროვე საქართველოს დიპლომატები, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილმა დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ასპარეზზესაქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვისთვის, ქვეყნისადმი ერთგულებისა და შემართებისთვის.

„ძვირფასო დიპლომატებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! ფასდაუდებელია თქვენი ერთგულება და პროფესიონალიზმი ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ღირებულებების დაცვის საქმეში“, - დაწერა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელში.

როგორც ქვეყნის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, დღეს, როდესაც გლობალური უსაფრთხოების სისტემა ურთულეს გამოცდას გადის და საერთაშორისო ურთიერთობები სწრაფად იცვლება, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები კიდევ უფრო მრავალწახნაგოვანი ხდება, რსთან გამკლავებაც მხოლოდ გონიერებით, სიმტკიცითა და სიფრთხილით არის შესაძლებელი!
„დეზინფორმაციის ნაკადების საპირწონედ მსოფლიოს ყველა კუთხეში მკაფიოდ, ღირსეულად და პასუხისმგებლობით უნდა ისმოდეს საქართველოს ხმა — ხმა მშვიდობისა და ჩვენი მომავლის რწმენისა!“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ქართული დიპლომატიის დღე 3 ნოემბერს 2004 წლიდან აღინიშნება. საზეიმო თარიღი უკავშირდება გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, მწერლის, განმანათლებლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის (1658—1725) დაბადების დღეს.
სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა სოფელ ტანძიაში, ის სამეფო კარზე გაიზარდა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. სახელი საბა ბერად აღკვეცის დროს დაერქვა. იყო ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღმზრდელი.
ყველა ახალი ამბავი
0