https://sputnik-georgia.com/20251102/ziudos-nakebi-evropis-chempionia-295636840.html
ძიუდოში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ძიუდოში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
Sputnik საქართველო
ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 4:3 სძლია და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 02.11.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-11-02T19:22+0400
2025-11-02T19:22+0400
2025-11-02T19:22+0400
საქართველო
მოლდოვა
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267812903_0:150:3107:1898_1920x0_80_0_0_9ab08c00bd6b7236e0acbe3f57eba409.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში რუმინეთის გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი თურქეთის ნაკრებს ანგარიშით 4:1 სძლიეს.ფინალში, 3:3-ზე, კენჭისყრის შემდეგ, გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება გიორგი ტერაშვილს (73 კგ) მოუწია, რომელმაც მეტოქე იპონით დაამარცხა და საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპოოიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნინო ლოლაძე (57 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ლიზი ქვარცხაცა (+70 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ).ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.
საქართველო
მოლდოვა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/18/267812903_189:0:2918:2047_1920x0_80_0_0_06259098f51c194ba3a86325fe8ea293.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მოლდოვა, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მოლდოვა, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდოში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთის ნაკრებს ანგარიშით 4:3 სძლია და კონტინენტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში საფრანგეთის ნაკრები ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრამდე ქართველმა ძიუდოისტებმა მეოთხედფინალში რუმინეთის გუნდი ანგარიშით 4:2 დაამარცხეს, ნახევარფინალში კი თურქეთის ნაკრებს ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ფინალში, 3:3-ზე, კენჭისყრის შემდეგ, გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება გიორგი ტერაშვილს (73 კგ) მოუწია, რომელმაც მეტოქე იპონით დაამარცხა და საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებს ოქროს მედლები მოუტანა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპოოიონატზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნინო ლოლაძე (57 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), ლიზი ქვარცხაცა (+70 კგ) და შალვა გურეშიძე (+90 კგ).
ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.