დასავლეთში რუსეთის ახალი იარაღის გამოცდის ეშინიათ: ზახაროვა „ბურევესტნიკის“ შესახებ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიმარია ზახაროვა
მარია ზახაროვა - Sputnik საქართველო, 1920, 02.11.2025
გამოწერა
26 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შეუზღუდავი სიშორის ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა დასრულდა.
თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. დასავლეთს ეჭვი არ ეპარება, რომ „ბურევესტნიკის“ რაკეტები რეალურობა დასავლეთში ეჭვს არ ბადებს, ისინი ძალიან შეშფოთებული არიან იმით, კიდევ რა შეიარაღების დემონსტრირება შეუძლია რუსეთს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ.
საერთაშორისო სამეცნიერო-ტურისტული ფორუმი Открой Атом-ის ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს საუბარი შეეხო დასავლეთში რაკეტების გამოცდის გამო რეაქციებს.
„მათ (სხვა ქვეყნების, დასავლეთის წარმომადგენლებს - რედ.) დაიჯერეს („ბურევესტნიკის" რეალობის - რედ.). ჩვენ ახლა ვისმენთ გამოხმაურებას. ისინი არ ჩუმდებიან. მათ ძალიან ეშინიათ იმის, მომავალში კიდევ თუ რას წარმოვუდგენთ, ამიტომაც, მოდით, გავახანგრძლივოთ სიამოვნება“, - განაცხადა ზახაროვამ.
შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შეუზღუდავი სიშორის ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკის“ გამოცდა დასრულდა. პუტინის თქმით, ბირთვული ძრავით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი" უნიკალური იარაღიაა, რომელიც მსოფლიოში სხვას არავის აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0